Commodore 64 Games System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Commodore 64 Games System
Commodore-Logo breit.svg
C64GS-Console-Set.jpg
მწარმოებელი Commodore International
პროდუქტის ოჯახი Commodore 64
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა (8 ბიტიანი)
გამოშვების თარიღი დეკემბერი 1990; 27 წლის წინ (1990-12)[1]
გაიყიდა 20.000
მედია კარტრიჯი
კონტროლერის შეტანა ჯოისტიკი
უკუთავსებადობა Commodore 64

Commodore 64 Games System (აბრევიატურა C64GS) — კარტრიჯული მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი Commodore 64-ის სახლის კომპიუტერების სერიიდან. აწაროებდა კომპანია Commodore International. გამოვიდა 1990 წლის დეკემბრის თვეში, იმ პერიოდში, როდესაც ბაზარზე დომინირებდნენ Nintendo-სა და Sega-ს სათამაშო კონსოლები.

იგი გამოიცა მხოლოდ ევროპაში — დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, თუმცა კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ, ჟურნალ „Zzap 64“-მა გამოსვლიდან 2 თვით ადრე განაცხადა, რომ C64GS-ის გამოცემისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იქნებოდა 100 თამაში[2], თუმცა გამოსვლის შემდეგ თამაშების რაოდენობა 28-ს არ აღემატებოდა, რომელთაგანაც, მხოლოდ და მხოლოდ 9 იყო ექსკლუზივი. აგრეთვე კიდევ ერთი მიზეზი მოძველებული ტექნიკური მახასიათებლები იყო, რამაც ვერ უზრუნველყო კონკურენცია გაეწია ბაზარზე Super Nintendo Entertainment System-სა და Sega Mega Drive-ისთვის.

საერთო ჯამში კომპანიამ აწარმოა 80,000 ეგზემპლარი, საიდანაც მხოლოდ 20,000 გაიყიდა. C64-ს თან მოჰყვებოდა 4 თამაში: „Fiendish Freddy's Big Top O'Fun“, „International Soccer„, „Flimbo's Quest“ და „Klax“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Retro Treasures: Commodore 64 GS. retro-treasures.blogspot.se (2013-06-07). წაკითხვის თარიღი: 2013-06-16.
  2. «The C64 Console!» / «Inside the future: The C64GS» — Ed Stu, Zzap 64 magazine, issue 66, October 1990