N-Gage QD
Nokia N-Gage QD | |
---|---|
მწარმოებელი | Nokia |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი | მაისი, 2004[1] |
შეწყდა | 26 ნოემბერი, 2005 |
გაიყიდა | 2 მილიონი |
მედია | MMC |
პროცესორი | ARM9E |
მეხსიერების საცავი | MMC, 3.4 მბ შიდა მეხსიერება |
ონლაინ სერვისები | N-Gage Arena |
N-Gage QD — სმარტფონი და მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, N-Gage-ის განახლებული და შემცირებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული ფინური კომპანია Nokia-ს მიერ. დაანონსდა 2004 წლის 14 აპრილს, ხოლო გამოვიდა 2004 წლის მაისში.[2]
N-Gage QD მოიხმარდა იმავე ოპერაციულ სისტემას (Symbian OS v6.1), რასაც მისი წინამორბედი კონსოლი. აღმოიფხვრა ის პრობლემები, რაც გააჩნდა მის წინამორბედს: განახლდა დიზაინი, გაიზარდა ელემენტის მოცულობა, თუმცა მისი ზომის შემცირების გამო გამოაკლდა USB პორტი, რადიოს მხარდაჭერა და MP3-ის დაკვრის ფუნქცია.
კონსოლმა ვერ შეძლო Nintendo-ს Game Boy Advance-ისთვის კონკურენციის გაწევა და ფართო მასების ყურადღების მიპყრობა. იგი მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად — საერთო ჯამში გაიყიდა 2 მილიონი ასლის ოდენობით.
2005 წლის ნოემბერში Nokia-მ შეწყვიტა კონსოლის წარმოება. მოგვიანებით Nokia-მ N-Cage-ის სათამაშო აღჭურვილობა დანერგა 60 სერიის სმარტფონებში, რომელიც 2007 წელს დაანონსდა როგორც N-Gage პლატფორმა ან „N-Gage 2.0“.[3][4]
თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- N-Gage QD — Gsmarena
- N-Gage QD — Giant Bomb
- N-Gage QD — Computing History
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ N-Gage QD game deck starts shipping in Europe, Africa and Asia Pacific. Nokia (2004-05-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 29, 2007. ციტირების თარიღი: 2009-09-10.
- ↑ Nokia Welcomes The N-Gage QD Game Deck To The Mobile Gaming Family!. Nokia (2004-04-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-05-06. ციტატა: „The N-Gage QD game deck is expected to be available in May 2004 for Europe, Africa and Asia Pacific and in June 2004 for the Americas.“ ციტირების თარიღი: 2009-09-10.
- ↑ N-Gage First Access Begins!. N-Gage Blog. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 5 February 2007.
- ↑ N-Gage First Access. Nokia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2008. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2007.
|
|
|