PC Engine GT

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან TurboExpress)
Jump to navigation Jump to search
TurboExpress/PC Engine GT
NEC logo.svg
NEC-TurboExpress-Upright-FL.jpg
TurboExpress-ის სისტემა
სხვა სახელწოდებები PC Engine GT
მწარმოებელი NEC
ტიპი პორტატიული კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 1 დეკემბერი, 1990[1]
ჩრდ.ამ. დეკემბერი, 1990
თავდაპირველი ფასი 249.99 აშშ დოლარი
შეწყდა ჩრდ.ამ. 1994[2]
გაიყიდა 1.5 მილიონი
მედია HuCard
კვება 6 AA-ის ბატარეა ან 6 ვოლტიანი AC-ის ადაპტერი
პროცესორი HuC6280 7.16 მჰც ან 1.79 მჰც
მეხსიერება 8 კბ RAM
მონიტორი 400×270 პიქსელი
გრაფიკა 512 ფერის პალიტრა, 481 ფერი ეკრანზე
ხმა PSG-ის 6 არხი
კავშირი TurboLink
დაკავშირებული სტატიები TurboGrafx-16

PC Engine GT (იაპონ. PCエンジンGT) — მეოთხე თაობის პორტატიული თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია NEC-ის მიერ. იაპონიაში კონსოლი გამოვიდა 1990 წლის 1 დეკემბერს, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში იმავე თვეში TurboExpress-ის სახელით. არსებითად ის წარმოადგენს TurboGrafx-16/PC Engine-ის სახლის კონსოლის პორტაბელურ ვერსიას, რომლის თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 44,800 იაპონურ იენას, ხოლო აშშ-ში 249.99 დოლარს. PC Engine GT დაანონსდა 1990 წლის აპრილში კოდური დასახელებით Game Tank.[3]

სისტემა იმ დროში ტექნიკურად საკმაოდ განვითარებული იყო და შეეძლო TurboGrafx-16-ის ყველა HuCard თამაშის გაშვება. მას გააჩნდა ტვ ტუნერი და 66 მმ ზომის კორპუსი, იმავე ზომის რაც ორიგინალ Game Boy-ის. მასში განთავსებული იყო HuC6280-ის ცენტრალური პროცესორი 1.79 ან 7.16 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება და გრაფიუკული ჩიპი, რომელსაც შეეძლო 481 ფერის აღქმა.

კონსოლი ძირითადად კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ს, Sega Game Gear-სა და Atari Lynx-ს. საერთო ჯამში გაიყიდა 1.5 მილიონი ეგზემპლარი და მიიჩნევა კომერციულ ჩავარდნად პორტატიული კონსოლების ბაზარზე.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.pc-engine.co.uk/?section=systems
  2. TurboGrafx-16 TurboExpress Biography
  3. http://archives.tg-16.com/VGCE/VGCE_1990_04_024.jpg
  4. Snow, Blake. (2007-07-30) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2007-10-12. წაკითხვის თარიღი: 2008-01-17.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=PC_Engine_GT&oldid=3376646“-დან