Gamate

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Gamate
Gamate Logo.svg
Gamate2.jpg
შემქმნელი Bit Corporation
UMC
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი 1990; 29 წლის წინ (1990)
შეწყდა 1994; 25 წლის წინ (1994)
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 6 ვოლტიანი 4 AA ბატარეები
პროცესორი UMC UA6588F (ადრეული)
NCR 81489 (გვიანდელი)
მეხსიერება 16 KB RAM
მონიტორი LCD 160 x 152 პიქსელები
ზომა 16.7 × 9.7 × 3.3 სმ

Gamateმეოთხე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი ტაივანური კომპანია Bit Corporation-ის მიერ 1990 წელს.[1] კონსოლი გამოვიდა ავსტრალიაში, ევროპის, აზიისა და ამერიკის რამდენიმე ქვეყანაში.

Gamate-ს გააჩნდა თხევად კრისტალური ეკრანი, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვე start და select) და 16 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება. მუშაობდა ოთხ ცალ ექვსვოლტიან ბატარეაზე.[2] ადრეულ მოდელებში განთავსებული იყო UMC UA6588F-ის ცენტრალური პროცესორი, ხოლო მომდევნო რევიზიებში ჩაანაცვლეს NCR 81489-ის პროცესორით.

კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო დაახლოებით 70 ერთეული თამაში,[3] რომლებიც ვრცელდებო სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით — თხელი პლასტიკური ბარათი, რომელიც მეტად წააგავდა PC-Engine-სა და Sega Master System-ის კარტრიჯებს.[4]

1992 წელს Bit Corporation-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება,[5] თუმცა კომპანია UMC აგრძელებდა Gamate-ისა და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებას.[6] 1995 წელს კონსოლის წარმოება საბოლოოდ დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Gamate. Giant Bomb. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  2. Bitcorp Gamate. computinghistory.org.uk. წაკითხვის თარიღი: 28 ოქტომბერი, 2019.
  3. GAMATE. obsoleteworlds.com. წაკითხვის თარიღი: 28 აგვისტო, 2019.
  4. Gamate. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-11. წაკითხვის თარიღი: 14 ივნისი, 2010.
  5. zh:普澤、昇友停權 Chinese. Toybase. დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 მაისი, 2010. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2010.
  6. taizou. Gamate: Other Companies. Neo Fuji. წაკითხვის თარიღი: 26 ივნისი, 2010.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gamate&oldid=3722692“-დან