FM Towns Marty

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
FM Towns Marty
Fujitsu-Logo.svg
FM-Towns-Marty-Console-Set.jpg
FM Towns Marty კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი Fujitsu
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 20 თებერვალი, 1993
თავდაპირველი ფასი 1000 აშშ დოლარი[1]
შეწყდა იაპ 1995
გაიყიდა 45,000 (31 დეკემბერი, 1993)[2]
პროცესორი AMD 386SX 16 მჰც
მეხსიერება 2 მბ
მეხსიერების საცავი
ამოღებადი საცავი 352x232 – 640x480 გაფართოვება, 256 ფერი ეკრანზე
უკუთავსებადობა FM Towns

FM Towns Marty (იაპონ. エフエムタウンズマーティ) — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Fujitsu-ის მიერ 1993 წელს ექსკლუზიურად იაპონიაში.[3] ის არის პირველი 32 ბიტიანი სახლის სისტემა და დაფუძნებულია 1989 წელს გამოსულ Fujitsu-ს კომპიუტერ FM Towns-ზე და ამავე დროს უკუთავსებადია FM Towns-ის ადრეულ თამაშებთან.

სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 1000 აშშ დოლარს. ის მოიხმარდა AMD 386SX-ის ცენტრალურ პროცესორს 16 მჰც ტაქტური სიხშირით,[4] 2 მბ ოპერატიულ მეხსიერებას[5] და CD დისკწამყვანს. კონსოლის გრაფიკულ ჩიპს შეეძლო 256 ფერის გამოტანა ეკრანზე.

1994 წელს კომპანიამ გამოსცა კონსოლის მოდერნიზებული ვერსია FM Towns Marty 2, რომელსაც ჰქონდა მუქი ნაცრისფერი კორპუსი, შედარებით იაფი ღირდა, თუმცა მისი წინამორბედის ინდენტური იყო. გავრცელებული აზრით, ძველთან შედარებით ახალ ვერსიას გააჩნდა უფრო სწრაფი პროცესორი, თუმცა ეს ფაქტი მცდარი აღმოჩნდა.[6] აგრეთვე არ დადასტურდა ისიც, რომ მასში განთავსებული იყო Intel 486-ის პროცესორი. Fujitsu-მ გამოსცა მესამე ვერსია FM Towns Car Marty, რომელიც გამოიყენებოდა ავტომობილის პირობებში. მას გააჩნდა ჩაშენებული სანავიგაციო სისტემა და სხვა მახასიათებლები. მისი მოხმარება შესაძლებელი იყო სახლის პირობებშიც.[7]

მიუხედავად მძლავრი აპარატული შესაძლებლობებისა, FM Towns Marty კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ, 1995 წელს კონსოლის წარმოება შეწყდა. ამის მიუხედავად, მესამე მხარის დეველოპერები 1999 წლამდე აგრძელებდნენ კონსოლზე თამაშების გამოცემას.[8]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fujitsu FM Towns Marty/FM Towns Marty 2. Console Data Base. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
  2. 清水欣一『富士通のマルチメディア・ビジネス』オーエス出版社、15 მაისი, 1995第1刷、14 მარტი, 1997第4刷、ISBN 4-87190-415-6、151頁。
  3. FM Towns Marty. videogameconsolelibrary.com. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.
  4. Enterprise, I. D. G.. (25 მარტი, 1991) Computerworld. IDG Enterprise. წაკითხვის თარიღი: 24 ივნისი, 2016.
  5. ACE Magazine Issue 27. archive.org. წაკითხვის თარიღი: 24 June 2016.
  6. FM Towns Marty Disassembly (2007-08-12). წაკითხვის თარიღი: 2016-06-24.
  7. "International News". Electronic Gaming Monthly (Ziff Davis) (54): 92. იანვარი, 1994.
  8. FUJITSU FM TOWNS MARTY: A BEGINNER’S GUIDE. racketboy.com (21 თებერვალი, 2012). წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი, 2017.