შინაარსზე გადასვლა

Bandai Super Vision 8000

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Bandai Super Vision 8000

Bandai Super Vision 8000 კონტროლერებით
შემქმნელი Bandai
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი დეკემბერი, 1979[1]
თავდაპირველი ფასი ¥59 800 (იაპონიაში)
შეწყდა 1982
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი NEC-ის D780C
გრაფიკა Ami S68047 (Motorola 6847-ის კლონი)
ხმა General Instrument AY-3-8910
წინა Bandai TV Jack 5000
შემდეგი Bandai Arcadia

Bandai Super Vision 8000 – 8 ბიტიანი კარტრიჯული მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, გამოშვებული კომპანია Bandai-ის მიერ 1979 წელს. კონსოლი პირდაპირ უერთდებოდა სტანდარტულ ტელევიზორს.[2]

კონსოლისთვის გამოშვებული შვიდივე თამაში („Missile Vader“, „Space Fire“, „Othello“, „Gun Professional“, „PacPacBird“, „Submarine“, „Beam Galaxian“) Bandai Electronics-ის მიერ შეიქმნა და 1979 წელს გამოვიდა.[3][4] იგი იყო ბანდაის TV JACK კონსოლების სერიიდან უკანასკნელი და სრულად განსხვავდებოდა ამ სერიის სისტემებისგან. Super Vision შთამბეჭდავი კონსოლი იყო თავისი დროისთვის: გააჩნდა კომპანია NEC-ის D780C-ის (Z80-ის კლონი) პროცესორი, რომელსაც შეუძლია 3.58 მჰც სიჩქარის მიღწევა და General Instrument AY-3-8910-ის აუდიო ჩიპი, რომელსაც შეუძლია 3 აუდიო არხის გამოყვანა.[5][6] ამ ინოვაციების წყალობით Super Vision 8000-ს გამორჩეულ იყო სწრაფად განვითარებადი ვიდეო თამაშების ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა მეორე თაობის კონსოლებმა დაჩრდილეს, ამ სისტემას სათამაშო ინდუსტრიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სისტემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ტელევიზორს, რაც ასახავს 1970-იანი წლების მიწურულის ტექნოლოგიურ მიღწევებს.[7].მისი თავდაპირველი ფასი ¥89 800 იენი იყო.[8][9]

კონსოლმა ვერ მოიპოვა პოპულარობა ფართო საზოგადოებაში, მაღალი ფასისა და თამაშების მწირი ბიბლიოთეკის გამო.[10] კონსოლის წარმოება შეწყდა 1982 წელს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Super Vision 8000 by Bandai – The Video Game Kraken. ციტირების თარიღი: 8 May 2022
  2. Baker, Kevin (22 Mei 2013). The Ultimate Guide to Classic Game Consoles. Ebookit.com. ISBN 1456617087. ციტირების თარიღი: 17 Oktober 2015. 
  3. Console Living Room: Bandai Super Vision 8000 : Free Software : Free Download, Borrow and Streaming : Internet Archive en. ციტირების თარიღი: 2023-03-26
  4. Bandai Super Vision 8000. The Verge. ციტირების თარიღი: 17 Oktober 2015.
  5. Bandai Super Vision 8000. Video Console Library. ციტირების თარიღი: 17 Oktober 2015.
  6. Bandai’s Super Vision 8000 Console Now Available for MiSTer. Mister FPGA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2025.. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2025.
  7. Bandai Super Vision 8000 (TV Jack 8000) – The Last Console of the TV Jack Series (1979). Voxodyssey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მარტი, 2025.
  8. CLASSIC VIDEOGAME STATION ODYSSEY:SUPERVISION 8000. ციტირების თარიღი: 8 May 2022
  9. Bolat, Robert. „WoW Service“. Coin looting. ციტირების თარიღი: 21 August 2023.
  10. Dunn, Jeff. (25 Julai 2013) Chasing Phantoms - The history of failed consoles. GamesRadar. ციტირების თარიღი: 17 Oktober 2015.