Nintendo 3DS

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nintendo 3DS
Nintendo 3DS XL
სხვა სახელწოდებები 3DS, 3DS XL (აბრევიატურა)
შემქმნელი Nintendo RED
მწარმოებელი Nintendo, Foxconn
პროდუქტის ოჯახი Nintendo 3DS-ის სერია
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე თაობა
გამოშვების თარიღი
26 თებერვალი, 2011
საცალო გაყიდვაში 2011-დღემდე
თავდაპირველი ფასი Nintendo 3DS:
25,000 იაპონური იენი/249 აშშ დოლარი/349.95 ავსტრალიური დოლარი
Nintendo 3DS XL:
18,900 იაპონური იენი/199 აშშ დოლარი/349 ავსტრალიური დოლარი
გაიყიდა მსოფლიოში: 59.79 მილიონი (2016 წლის 30 ივნისი მონაცემით)[5]
მედია
ფიზიკ. და ციფრული
ოპერაციული სისტემა Nintendo 3DS-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
ბატარეა
  • Nintendo 3DS:
    1300 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა
    3DS-ის თამაშები: 3-დან 5 საათამდე
    DS-ის თამაშები: 5-დან 8 საათამდე
    მძინარე რეჟიმში: ≈ 3 დღე
    Nintendo 3DS XL:
    1700 mAh ლითიუმ-იონური ბატარეა
  • 3DS-ის თამაშები: 3.5-დან 6.5-საათამდე
    DS-ის თამაშები: 7-დან 10-საათამდე
    მძინარე რეჟიმში: ≈ 3 დღე
პროცესორი ორბირთვიანი ARM11 MPCore, ერთბირთვიანი ARM9
მეხსიერება 128 მბ FCRAM, 6 VRAM
მეხსიერების საცავი 1 გბ ჩაშენებული ფლეშ მეხსიერება
ამოღებადი საცავი 2 გბ SD ბარათი (3DS)
4გბ SDHC ბარათი (3DS XL)
მონიტორი
LCD ეკრეანი
  • Nintendo 3DS:
    3.53-ისზევით" აუტოსტერეოსკოპიური (3D) LCD @ 800 × 240 პიქსელი (400 × 240 WQVGA)
    3.0-ისქვემოთ" რეზისტული სათითური LCD @ 320 × 240 (QVGA)
    Nintendo 3DS XL:
    4.88-ისზემოთ: აუტოსტერეოსკოპიური (3D) LCD @ 800 × 240 პიქსელი (400 × 240 WQVGA
    4.18-ისქვემოთ: რეზისტული სათითური LCD @ 320 × 240 (QVGA)
გრაფიკა DMP PICA200-ის GPU
ხმა სტერეო სპიკერი, მიკროფონი
შეტანა A/B/X/Y ღილაკები
კამერა VGA კამერა
კავშირი 2.4 გჰც 80211b.g Wi-Fi, ინფრაწითელი
ონლაინ სერვისები
ზომა
კორპუსი
  • Nintendo 3DS:
    სიგანე: 134 მმ (5.3 ინჩი)
    სიმაღლე: 74 მმ (2.9 ინჩი)
    სიღრმე: 21 მმ (0.83 ინჩი)
    Nintendo 3DS XL:
    სიგანე: 156 მმ (6.1 ინჩი)
    სიმაღლე: 93 მმ (3.7 ინჩი)
    სიღრმე: 22 მმ (0.87 ინჩი)
წონა
კორპუსი
  • Nintendo 3DS:
    235 გრამი
    Nintendo 3DS XL:
    336 გრამი
ყველაზე გაყიდვადი თამაში Pokémon X and Y, 14.98 მილიონი ასლი
(2016 წლის მონაცემით)[6]
უკუთავსებადობა Nintendo DS/DSi, Virtual Console
წინა Nintendo DS-ის სერია
დაკავშირებული სტატიები Famicom 3D System
Virtual Boy
საიტი ოფიციალური საიტი

Nintendo 3DS იაპონ. ニンテンドー3DS, აბრევიატურა 3DS) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელსაც აწარმოებს იაპონური კომპანია Nintendo. 3DS-ს შეუძლია სტერეოსკოპიური 3D ეფექტის გამოსახვა ეკრანზე 3D სათვალეებისა თუ რაიმე სახის დამატებითი აქსესუარების გარეშე. ნინტენდომ კონსოლი დაანონსა 2010 წლის მარტს და ოფიციალურად დაადასტურა 2010 წლის E3-ის-ის კონფერენციაზე[7][8]. ეს არის Nintendo DS-ის მემკვიდრე[9] და კონკურენციას უწევს PlayStation Vita-ს[10].

კონსოლი მომხმარებლებს სთავაზობს სიახლეებს: კომუნიკაციის სისტემები StreetPass და SpotPass, დამატებითი რეალობა, რომელიც იყენებს 3D კამერას და ასევე ვირტუალური კონსოლი, რაც იძლევა მისი წინამორბედი კონსოლების თამაშების გადმოწერისა და თამაშის საშუალებას. იგი ასევე აღჭურვილია სხვადასხვა აპლიკაციებით, მათ შორის არის: ონლაინ დისტრიბუციის მაღაზია Nintendo eShop, სოციალური ქსელი Miiverse, ინტერნეტ ბრაუზერი Netflix და ვიდეო ჰოსტინგის სერვისები, Hulu Plus და Youtube და ა.შ.

კონსოლი პირველად გამოვიდა იაპონიაში 2011 წლის 26 თებერვალს, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები დაიწყო 2011 წლის მარტის თვეში[11][12]. 6 თვის შემდეგ, 2011 წლის 28 თებერვალს ნინტენდომ კონსოლის ფასი 249 დოლარიდან 169 დოლარამდე დაწია[13]. კომპანია მყიდველს, იმ შემთხვევაში თუ კონსოლს თავდაპირველ ფასში შეიძენს, უფასოდ სთვაზობს Nintendo Entertainment System-ის და Game Boy Advance-ის ათ თამაშს, Nintendo eShop-ის მეშვეობით[14]. ამ სტრატეგიის წყალობით კონსოლი გახდა პოპულარული და გაყიდვების კუთხით იგი იქცა ნინტენდოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროდუქტად. 2016 წლის 30 ივნისის მონაცემით, 3DS-ის გაყიდვებმა 59.79 მილიონ ეგზემპლიარს მიაღწია[5].

კონსოლის წარმატებამ განაპირობა მისი დიზაინის სახეცვლილება და 2012 წლის ივლისში გამოვიდა Nintendo 3D XL, რომელიც ორიგინალთან შედარებით არის ზომით ფართე და დიდი ეკრანი აქვს[15]. 2013 წლის ოქტომბერში დასავლური ბაზრისთვის გამოიცა Nintendo 2DS, რომელსაც არ გააჩნია 3D ფუნქცია[16]. New Nintendo 3DS-ს, გამოსული 2014 წლის ოქტომბერში, XL-ს აქვს გაუმჯობესებული პროცესორი, ანალოგის მეორე ჩხირი, დამატებითი ღილაკები, დახვეწილი კამერა და სხვა მახასიათებლები[17][18].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Harris, Craig. (28 სექტემბერი, 2010) Nintendo Conference 2010 Details. IGN. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი, 2013.
  2. Kaluszka, Aaron. (19 იანვარი, 2011) 3DS North American Price, Date, Colors Set. Nintendo World Report.
  3. Supplementary Information about Earnings Release (PDF). Nintendo (29 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2010.
  4. Daniel Vuckovic. (8 თებერვალი, 2011) Nintendo 3DS launches in Australia on March 31st for $349. Vooks.net. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი, 2013.
  5. 5.0 5.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (26 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2016.
  6. Top Selling Software Sales Units - Nintendo 3DS Software (June 30, 2016). ციტირების თარიღი: July 27, 2016.
  7. Tabuchi, Hiroko (23 მარტი, 2010). „Nintendo to Make 3-D Version of Its DS Handheld Game“. The New York Times. The New York Times Company. ციტირების თარიღი: 4 აპრილი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  8. Snider, Mike (15 ივნისი, 2010). „E3 2010: Nintendo 3DS unveiled“. USA Today. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  9. „Launch of New Portable Game Machine“ (PDF) (პრეს-რელიზი). Minami-ku, Kyoto: Nintendo. 23 მარტი, 2010. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  10. Nintendo 3DS vs. PS Vita: Handheld Wars, The Next Generation. IndustryGamers (September 16, 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 29, 2012. ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2011.
  11. Nintendo's 3DS Hits the U.S. On March 27 for $249.99. Kotaku.com (January 19, 2011). ციტირების თარიღი: 7 ივლისი, 2012.
  12. Nintendo's 3DS Hits Europe On March 25. Kotaku.com (19 იანვარი, 2011). ციტირების თარიღი: 7 ივნისი, 2012.
  13. Schroeder, Stan (28 ივლისი, 2011). „Nintendo 3DS Price Cut to $169 Amid Disappointing Sales“. Mashable.com. ციტირების თარიღი: ~27 ნოემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  14. What Do You Think About Nintendo's Big 3DS Announcement?. IGN DS. IGN (28 ივლისი, 2011). ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი, 2013.
  15. McEntegart, Jane (23 ივნისი, 2012). „Nintendo 3DS XL Arriving in UK On July 28“. Tom's Hardware. ციტირების თარიღი: 26 ნოემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  16. Yin, Wesley. Nintendo announces Nintendo 2DS handheld console • News •. Eurogamer.net. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2013.
  17. New Nintendo 3DS And New Nintendo 3DS XL Announced, Are More Powerful — Siliconera. Siliconera (29 აგვისტო, 2014). ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2014.
  18. Nintendo’s new 3DS console hits shelves in Japan. Japan Times (11 ოქტომბერი, 2014).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo_3DS&oldid=4536146“-დან