Master System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Sega Master System
Sega Mark III
Sega-master-system-logo.png
Mark III Logo.png
Sega-Master-System-Set.jpg
Sega Mark III.jpg
Master System II.jpg

ზედა: ამერიკული და ევროპული Master System
შუა: იაპონური Sega Mark II
ქვედა: PAL Master System II
მწარმოებელი Sega
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 20 ოქტომბერი, 1985 (Mark III)[1][2]
ჩრდ.ამ. სექტემბერი, 1986[3]
იაპ ოქტომბერი, 1987[2][4]
ევრ 1987
ბრაზ 1989
KOR 1989
საცალო გაყიდვაში 1985-დღემდე
ჩრდ.ამ. 1989-92
თავდაპირველი ფასი ¥16,800, $200, £99
შეწყდა ჩრდ.ამ. 1992
გაიყიდა მსოფლიო: 10-13 მილიონი (ბრაზილიის გამოკლებით)[5][6]
იაპონია:1 მილიონი (1986 წლის მონაცემით).[7]
აშშ: 2 მილიონი (1993-ის მონაცემით)[8]
ევროპა:6.8 მილიონი (1993-ის მონაცემით)[9]
ბრაზიალია:8 მილიონი (2016-ის მონაცემით)[10]
მედია სათამაშო კარტრიჯი, სეგას ბარათი
პროცესორი Zilog Z80 @ 4 მჰც
მეხსიერება 8 კბაიტი RAM, 16 კბაიტი
მეხსიერების საცავი Sega Card
მონიტორი 256 × 192 გაფართოება
ხმა Texas in struments SN76489
შეტანა კონტროლერის 2 პორტი
წინა SG-1000
შემდეგი Sega Mega Drive
დაკავშირებული სტატიები Sega Game Gear

Sega Master System (იაპ:セガマスターシステム) — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. თავდაპირველად გამოვიდა იაპონიაში 1985 წელს, როგორც Sega Mark III, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოსცეს ახალი დიზაინით Master System-ის სახელით 1986 წელს, ევროპაში — 1987 წელს, ხოლო ბრაზილიაში — 1989 წელს. ეს უკანასკნელი, ასევე გამოვიდა იაპონიაში 1987 წელს. ორივე მოდელს შეეძლო სათამაშო კარტრიჯისა და სეგას ბარათის (ინგლ. Sega Card) წაკითხვა. (Master System II-ს და შემდგომ მოდელებს არ გააჩნდათ ბარათის სლოტები). კონსოლს ჰქონდა სხვადასხვა აქსესუარების მხარდაჭერა, მათ შორის — სინათლის თოფის და 3D სათვალეების, რომლებიც შეიქმნა სპეციალურად კოდირებული თამაშების სათამაშოდ.

კონსოლის საწყისი ფასი იაპონიაში იყო ¥15,000,[1] ჩრდილო ამერიკაში — $200, ხოლო ევროპაში — £99. როგორც ნაწილი მესამე თაობის კონსოლებისა, Master System კონკურენციას უწევდა Nintendo Entertainment System-ს (NES). ის ტექნიკური თვალსაზრისით, NES-თან შედარებით მძლავრი იყო,[11]თუმცა იაპონიისა და აშშ-ს ბაზარზე მას კონკურენცია ვერ გაუწია. ნინტენდო ჩრდილოეთ ამერიკის მთლიანი ბაზრის 86 პროცენტს იკავებდა.[12] მაგრამ ევროპასა და ბრაზილიაში მიაღწია შესამჩნევ წარმატებას. მას ბევრი საერთო გააჩნდა სეგას პორტატიულ კონსოლ Sega Game Gear-თან.[13]

სისტემა აღჭურვილი იყო Zilog Z80-ის 8 ბიტიანი პროცესორით, 4 მჰც ტაქტური სიხშირით,[14][15][16] 8 კბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით,16 კბაიტი ვიდეო მეხიერებით და Texas in struments SN76489-ის ხმის ჩიპით. თამაშები კონსოლზე ვრცელდებოდა ორი ფორმატით: სათამაშო კარტრიჯის და სეგას ბარათის საშუალებით. ბარათი კარტრიჯთან შედარებით დაბალი ღირებულებით გამოირჩეოდა და მოიცავდა ისეთ თამაშებს, როგორებიც არის Spy vs. Spy და Super Tennis.[17][18] თუმცა ბარათის გაყიდვები შემცირდა არასაკმარისი მეხსიერების გამო. ასევე გააჩნდა კონტროლერის 2 პორტი.[15][16]

Master System-ის საერთო გაყიდვებმა დაახლოებით 10-13 მილიონი შეადგინა (ბრაზილიის გამოკლებით), მაშინ როდესაც Nintendo Entertainment System-ის გაყიდვემბა 62 მილიონ ასლს გადააჭარბა,[5][6] ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ იმ პერიოდში ნინტენდოსა და მესამე მხარის დეველოპერებს შორის არსებობდა შეთანხმება, რის საფუძველზეც მათ არ უნდა გამოეშვათ თამაშები სხვა კონსოლებზე. სეგას აშშ-ში მხარდაჭერა ჰქოდნა მხოლოდ ორი მესამე მხარის დეველოპერისგან: Activision და Parker Brothers.[17]

2009 წელს საიტმა IGN Master System დაასახელა მე-20 ყველა დროის საუკეთესო ვიდეო თამაშების კონსოლად.[19] 1988 წლის 29 ქტომბერს სეგამ გამოსცა 16 ბიტიანი რიგით მესამე სათამაშო კონსოლი Sega Mega Drive.[20]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Mark III Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2014.
  2. 2.0 2.1 (2015) Gamers High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 55. ISBN 978-4-575-45554-0. 
  3. Computer Entertainer, February 1987, page 13 31, 2014
  4. Master System (in Japanese). Sega Corporation. დაარქივებულია 31 მარტი, 2014.
  5. 5.0 5.1 Forster, Winnie (2005). The Encyclopedia of Game.Machines: Consoles, Handhelds, and Home Computers 1972–2005. Magdalena Gniatczynska, გვ. 139. ISBN 3-00-015359-4. 
  6. 6.0 6.1 Buchanan, Levi. (20 ოქტომბერი, 2009) Genesis vs. SNES: By the Numbers. IGN. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2014.
  7. Nihon Kōgyō Shinbunsha (1986). "Amusement". Business Japan (Nihon Kogyo Shimbun) 31 (7–12): 89. https://books.google.com/?id=tJcSAQAAMAAJ&q=%22Sega+is+estimated+to+have+sold%22&dq=%22Sega+is+estimated+to+have+sold%22. წაკითხვის თარიღი: 24 იანვარი, 2012.
  8. Sheff, David (1993). Game Over, 1st, New York, New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4. წაკითხვის თარიღი: 16 იანვარი, 2012. 
  9. Sega Consoles: Active installed base estimates". Screen Digest. Screen Digest Ltd.: March 1995
  10. Azevedo, Théo. (12 მაისი, 2016) Console em produção há mais tempo, Master System já vendeu 8 mi no Brasil Portuguese. Universo Online. ციტატა: „Comercializado no Brasil desde setembro de 1989, o saudoso Master System já vendeu mais de 8 milhões de unidades no país, segundo a Tectoy.“ წაკითხვის თარიღი: 13 მაისი, 2016.
  11. Parkin, Simon. “A history of video game hardware: Sega Master System“, Edge, 2 ივნისი, 2014. წაკითხვის თარიღი: 13 სექტემბერი,, 2014. 
  12. McGill, Douglas C.. “Nintendo Scores Big“, The New York Times, 4 დეკემბერი, 1988. წაკითხვის თარიღი: 27 მარტი, 2009. 
  13. Buchanan, Levi. (9 ოქტომბერი, 2008) Remember Game Gear?. IGN. წაკითხვის თარიღი: 29 მარტი, 2009.
  14. SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
  15. 15.0 15.1 Mark III data Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2014.
  16. 16.0 16.1 Master System data Japanese. Sega Corporation. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2014.
  17. 17.0 17.1 McFerran, Damien. "Retroinspection: Master System". Retro Gamer (London, UK: Imagine Publishing) (44): 48–53. ISSN 1742-3155.
  18. Beuscher, David.. “Sega Master System – Overview".“, AllGame. წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2014. 
  19. Top 25 Videogame Consoles of All Time: SEGA Master System is Number 20. IGN (2009). წაკითხვის თარიღი: 31 მარტი, 2014.
  20. Sczepaniak, John (2006). "Retroinspection: Mega Drive". Retro Gamer (London, UK: Imagine Publishing) (27): 42–47. ISSN 1742-3155.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Master_System&oldid=3287144“-დან