Xbox

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Xbox
Xbox original logo black.png
Xbox-console.jpg
შემქმნელი Microsoft
მწარმოებელი Flextronics[1]
პროდუქტის ოჯახი Xbox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. ნოემბერი 15, 2001[2]
იაპ 20020222თებერვალი 22, 2002
ავს 20020314მარტი 14, 2002
ევრ 20020314მარტი 14, 2002
საცალო გაყიდვაში 24 მილიონი (2006 წლის 10 მაისის მონაცემით)[3]
შეწყდა იაპ 4 ივნისი, 2006
ევრ 11 მარტი, 2007
ჩრდ.ამ. 2 მარტი, 2009
მედია DVD, CD, ციფრული დისტრიბუცია
ოპერაციული სისტემა Xbox OS
პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც
მეხსიერება DDR SDRAM 64 მბ @ 200 მჰც
მეხსიერების საცავი 8 ან 10 გბ მყარი დისკი, 8 მბ მეხსიერების ბარათი
გრაფიკა nVidia NV20A, 250 მჰც
კონტროლერის შეტანა Xbox-ის კონტროლერის 4 პორტი (USB ინტერფეისი), უსადენო კონტროლერი
კავშირი 100 მბიტ Ethernet
ონლაინ სერვისები Xbox Live
ყველაზე გაყიდვადი თამაში Halo 2, 8 მილიონი ასლი (2006 წლის 9 მაისის მონაცემით)[4]
შემდეგი Xbox 360

Xboxსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი და პირველი კონსოლი Xbox-ის სერიიდან. შეიმუშავა კომპანია Microsoft-მა. გამოვიდა 2001 წლის 15 ნოემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ავსტრალია, ევროპასა და იაპონიაში - 2002 წელს.[2] ეს იყო მაიკროსოფტის პირველი ნაბიჯი სათამაშო კონსოლების ბაზარზე შემოსვლისა. როგორც ნაწილი მეექვსე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა PlayStation 2-ს, Dreamcast-სა და GameCube-ს.

იქსბოქსს გააჩნდა სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის პროცესორი Intel Pentium III 733 მჰც. ის გახდა პირველი კონსოლი, რომელსაც ჰქონდა ჩაშენებული შიდა მყარი დისკი.[5][6] 2002 წლის ნოემბერს, მაიკროსოფტმა მოხმარებაში ჩაუშვა Xbox Live - ფასიანი ონლაინ-თამაშების სერვისი, რომელიც იძლეოდა სხვადასხვა შიგთავსების გადმოწერისა და სხვა მოთამაშეებთან დაკავშირების საშუალებას Broadband-ის მეშვეობით.[7] შემუშავებულმა სერვისებმა მაიკროსოფტს მისცა დასაყრდენი ონლაინ თმაშებში და დაეხმარა იქსბოქსს გამხდარიყო მნიშვნელოვანი კონკურენტი სხვა მეექვსე თაობის კონსოლებისა. ისეთმა თამაშმა, როგორიც არის Halo2 ხელი შეუწყო კონსოლების ონლაინ გეიმინგისა და პირველი პირის მსროლელის ჟანრის თამაშების პოპულარობას.[8] მიუხედავად ამისა, გაყიდვებით საგრძნობლად ჩამორჩებოდა PlayStation 2-ს.[9][10]

Xbox-ის მომდევნო ვერსია Xbox 360 რეალიზაციაში ჩაეშვა 2005 წლის ნოემბერს. 2005 წელს იაპონიაში შეწყდა Xbox-ის გაყიდვა. ამის შემდეგ, 2006 წელს მიყვნენ სხვა ქვეყნებიც.[11] კონსოლის უკანასკნელი თამაში ევროპაში იყო Xiaolin Showdown გამოსული 2007 წლის ივნის, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში - Madden NFL 09 გამოშვებული 2008 წლის აგვისტოს. Xbox-ის მხარდაჭერა მაიკროსოფტმა მთლიანად შეწყვიტა 2009 წლის 2 მარტს. ხოლო Xbox Live-ის მხარდაჭერა 2010 წლის 15 აპრილს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხლეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O'Brien, Jeffrey M.. (ნოემბერი 2011) The Making of the Xbox. Wired. Condé Nast. წაკითხვის თარიღი: აპრილი 17, 2013.
  2. 2.0 2.1 Xbox Arrives in New York Tonight at Toys “R” Us Times Square
  3. Gamers Catch Their Breath as Xbox 360 and Xbox Live Reinvent Next-Generation Gaming. Microsoft (მაისი 10, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან - 21 ივნისი, 2008. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2009.
  4. Morris, Chris. (მაისი 9, 2006) Grand Theft Auto, Halo 3 headed to Xbox 360. CNN. წაკითხვის თარიღი: ივლისი 16, 2008.
  5. GAME THEORY; Console Shootout: The Sequel
  6. THE LIFE AND DEATH OF THE ORIGINAL XBOX
  7. Xbox Live's Major Nelson » Xbox LIVE being discontinued for Original Xbox consoles and games :. Majornelson.com (2010-04-15). წაკითხვის თარიღი: 2013-04-22.
  8. HISTORY OF FIRST-PERSON SHOOTERS
  9. PlayStation 2 Shortage Frustrates More Than Buyers
  10. Slimmer PlayStation triple sales
  11. Garratt, Patrick. (აგვისტო 5, 2011) The Xbox Story, Part 1: The Birth of a Console. vg247.com. წაკითხვის თარიღი: ივნისი 26, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xbox&oldid=3287172“-დან