კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 14,800 იაპონური იენას.[2][3]. მისი თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო, არსებობის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოვიდა მხოლოდ 15 თამაში, მათ შორის: Pooyan, Super Cobra, Amidar, Dig-Dug, Warp & Warp და სხვა.
PV-1000 კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც სათამაშო ბაზარზე დომინირებდა ორი გიგანტი, Nintendo და Sega. ასეე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი. გარკვეული პერიოდის შემდეგ კონსოლის თამაშების წარმოება შეწყდა.[2]. PV-1000-ის კრახის მიუხედავად, Casio-მ კიდევ ერთხელ სცადა სათამაშო ბაზარზე ფეხის მოკიდება და 1995 წელს გამოუშვა რიგით მეორე კონსოლი Casio Loopy,[4]. თუმცა წინამორბედის მსგავსად, გაყიდვების მხრივ კრახი განიცადა.