ColecoVision

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ColecoVision

ColecoVision კონტროლერთან ერთად
მწარმოებელი Coleco
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. აგვისტო, 1982
ევრ ივლისი, 1983
თავდაპირველი ფასი 175 აშშ დოლარი[1]
შეწყდა 1985
გაიყიდა 2 მილიონი
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Zilog Z80
მეხსიერების საცავი 8/16/24/32 კბ
გრაფიკა TMS9928A
ხმა SN76489A-ის ჩიპი
შეტანა 175
კონტროლერის შეტანა
  • ჯოისტიკი/მინი კლავიატურა,
  • გორგოლაჭიანი კონტროლერი,
  • სამართავი კონროლერი,
  • Super Action Controller
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Donkey Kong“ (კომპლექტში)
წინა Coleco Adam
შემდეგი Coleco Telstar

ColecoVision — 8 ბიტიანი მეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული კომპანია Coleco-ს მიერ 1982 წელს ჩრდილოეთ ამერიკაში, 1983 წელს ევროპაში. Atari 2600-ისგან განსხვავებით, ColecoVision მომხმარებლებს სთავაზობდა არკადული სისტემის მსგავს მძლავრ გრაფიკას და შესაძლებლობებს, აგრეთვე ტექნიკური მახასიათებლების გაუმჯობესების შესაძლებლობას.

კონსოლის თავდაპირველი ფასი 175 აშშ დოლარს შეადგენდა. ის მოიხმარდა NEC-ის Zilog Z80A-ს ცენტრალურ პროცესორს 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით, Texas Instruments TMS9928A-ის ვიდეო პროცესორს 256×192 გაფართოებით, Texas Instruments SN76489A-ის ხმის ჩიპს და 1 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას, გამოშვებისთანავე კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 12 თამაში, მათ შორის Nintendo-ს „Donkey Kong“, Sega-ს „Zaxxon“ და შედარებით ნაკლებად ცნობილი პროექტები როგორებიცაა „Lady Bug“, „Cosmic Avenger“, „Venture“. 1982-1984 წლებში დაახლოებით 145 თამაში გამოიცა.[2] კონსოლისთვის, აგრეთვე გამოვიდა რამდენიმე სპეციალური ხელსაწყო გაფართოების მოდული, რომლებსაც გააჩნდათ სხვადასხვა დატვირთვა. „გაფართოების მოდული #1“ Atari 2600-ის თამაშების გაშვების საშუალებას იძლეოდა.[3]

1982 წლის ბოლო გაიყიდა 500 ათასი ეგზემპლარი.[4][5] ColecoVision-ის ეს წარმატება გარკვეულწილად განაპირობა Nintendo-სთან დადებულმა შეთანხმებამ, რითაც Coleco-ს ეძლეოდა უფლება კონსოლთან ერთად კომლექტში გაეყიდა Nintendo-ს თამაში Donkey Kong.[6] ვიდეო თამაშების კრიზისამდე 1983 წელს გაყიდვები 1 მილიონამდე გაიზარდა,[7] ხოლო 1984 წლის დასაწყისისთვის კონსოლის გაყიდვებმა შესამჩნევად იკლო.[8] ფაქტი იმის შესახებ თუ რამდენი მილიონი ასლი გაიყიდა მთლიანობაში უცნობია, თუმცა 1984 წლის ზაფხულში გაყიდვებმა 2 მილიონი შეადგინა.[8] 8 თვის შემდეგ Coleco-მ დატოვა ვიდეო თამაშების ბაზარი,[9][10] ხოლო 1985 წლის ოქტომბერში ColecoVision-ის წარმოება შეწყდა.[11] მისი შეჩერების მთავარ მიზეზად მიჩნეულია 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[12] 1986 წელს Bit Corporation-მა შექმნა ColecoVision-ის კლონი Dina, რომელსაც ჩრდილოეთ ამერიკაში Telegames Personal Arcade-ის სახელით გამოსცემდა კომპანია Telegames.[1]

2009 წელს საიტ IGN-მა თავის სიაში „25 საუკეთესო სათამაშო კონსოლი“ ColecoVision-ს 12-ე ადგილი მიუჩინა.[13] 1996 წელს პროგრამისტმა კევინ ჰორტონმა შექმნა ColecoVision-ის პირველი Homebrew თამაში „Kevtris“, რომელიც „ტეტრისის“ კლონს წარმოადგენს.[14][15] 1997 წელს Telegames-მა გამოუშვა ColecoVision-ის თამაშების კოლექცია Microsoft Windows-ისთვის.[16] ხოლო 2014 წელს AtGames-მა გამოსცა კონსოლი სახელწოდებით ColecoVision Flashback, რომელიც მოიცავს 60 თამაშს, მათ შორის Sega-ს „Zaxxon“-ს და Exidy-ის „Venture“-ს.[17]

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ColecoVision: The Arcade Quality Video Game System. ClassicGaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2013. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2008.
  2. Forster, Winnie (2005), The encyclopedia of consoles, handhelds & home computers 1972 - 2005, GAMEPLAN, p. 50, ISBN 3-00-015359-4
  3. The Game Doctor (ივნისი, 1983). „Q&A“. Electronic Games. p. 112. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. "Coleco hits with home video games", Business Week: 31, 1983-01-24
  5. Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, Associated Press, 1983-04-20
  6. "Coleco's New Video Challenge", New York Times: 1 (Section D), 1982-11-11
  7. Video Game Maker Says 1st-Quarter Profit More Than Tripled, 1983-04-20
  8. 8.0 8.1 Coleco Industries sales report, PR Newswire, 1984-04-17
  9. "Coleco Reassesses Its Video Games", New York Times (Reuters): 4 (Section D), 1985-06-13
  10. "Video games Coleco may drop out", The Globe and Mail (Canada), 1985-06-21
  11. "Coleco's Net In Sharp Rise", New York Times (Associated Press), 1985-10-19
  12. „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: ColecoVision“. Next Generation. Imagine Media (15): 31. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. Colecovision is number 12. IGN. ციტირების თარიღი: 2010-12-20.
  14. Kevtris for ColecoVision. MobyGames (2006-11-29). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
  15. Classic Videogame Games INTERVIEW - Kevin Horton. Good Deal Games. ციტირების თარიღი: 2009-08-24.
  16. Personal Arcade Volume One for Windows. MobyGames (2000-05-21). ციტირების თარიღი: 2009-08-24.
  17. .ColecoVision Flashback at AtGames E-Store. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-15. ციტირების თარიღი: 2017-12-10.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ColecoVision&oldid=4535024“-დან