GP32
| GP32 | |
|---|---|
|
| |
|
| |
| მწარმოებელი | Game Park |
| ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მეექვსე თაობა |
| თავდაპირველი ფასი | 199 ევრო (ევროპაში).[1] |
| მედია | SmartMedia |
| პროცესორი | Samsung S3C2400X01 |
| მეხსიერება | 8 მბ RAM |
| შემდეგი | GP2X |
GP32 (GamePark 32) — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია Game Park-ის მიერ 2001 წლის 23 ნოემბერს სამხრეთ კორეაში და 2004 წელს ევროპის გარკვეულ ტერიტორიაზე — იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი. კონსოლი არასდროს გამოსულა ჩრდილოეთ ამერიკაში. დაანონსდა Tokyo Game Show-ზე 2000 წელს.[2]
სისტემა მოიხმარდა Samsung S3C2400X01 ცენტრალურ პროცესორს 133 მჰც ტაქტური სიხშირით, 8 მბ ოპერატიულ მეხსიერებას,[3] 3 ვოლტიან DC ადაპტერს ან ორ ცალ AA ბატარეებს 6-დან 12 საათამდე ხანგრძლივობით, ეკრანის გაფართოება — 320 × 240 პიქსელები.[1]
არსებობის განმავლობაში გამოიცა კონსოლის სამი ვარიანტი: GP32 NLU, GP32 FLU და GP32 BLU. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ხუთი თამაში, ხოლო საერთო ჯამში — 28 თამაში. მიჩნეულია კომერციულ ჩავარდნად. 2007 წლის მონაცემებით გაიყიდა კონსოლის 30,000 ასლი. იმავე წელს კომპანია Game Park გაკოტრდა.[4]
2005 წელს Game Park-ს გამოეყო რამდენიმე თანამშრომელი და დააარსეს კომპანია GamePark Holdings, რომლებმაც იმავე წლის 10 ნოემბერს გამოსცეს ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედია პლეერი GP2X, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს GP32-ის მემკვიდრედ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „GP32“ ვიკისაწყობში.- GP32 — Giant Bomb
- GP32 File Archive (დაარქივებული)
- GP32 საიტზე Curlie
- GP32 — Video Game Kraken
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 GamePark 32. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
- ↑ GP32 GamePark GP32. Video Game Kraken. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
- ↑ GamePark GP32. Console Database. ციტირების თარიღი: 26 აგვისტო, 2020.
- ↑ GP2X Q&A, With Craig Rothwell დაარქივებული 2008-10-20 საიტზე Wayback Machine. . Clockerz. Accessed on 24-03-2008.
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||