GP2X Wiz

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
GP2X Wiz
მწარმოებელი GamePark Holdings
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი 12 მაისი, 2009
მედია SD card
პროცესორი Pollux SoC
533 მჰც ARM926EJ
წინა GP2X
შემდეგი Caanoo[1]

GP2X WizLinux-ის ოპერაციულ სისტემაზე დაფუძნებული მეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი და მედიაპლეერი, 2005 წელს გამოსული კონსოლის, GP2X-ის მემკვიდრე, შექმნილი და გამოცემული სამხრეთ კორეული კომპანია GamePark Holdings-ის მიერ 2012 წლის 12 მაისს. დაანონსდა 2008 წლის 26 აგვისტოს.[2]

ღია ოპერაციული სისტემის წყალობით (GNU/Linux, ბირთვი 2.6.24), მოწყობილობა საშუალებას აძლევდა მომხმარებლებს შეექმნათ მასზე საკუთარი პროგრამები. გარდა ამისა, მას გააჩნდა სხვადასხვა ფოტო, ვიდეო და აუდიო ფორმატების და ფელშთამაშების მხარდაჭერა.[3]

სისტემისთვის შექმნილია დიდი რაოდენობით ემულატორები სხვადასხვა კომერციული სათამაშო კონსოლებისთვის, მათ შორის არკადული აპარატებისთვისაც.[4] კომერციული თამაშების რაოდენობა მეტად მწირია, თუქმცა Wiz-ზე ხელმისაწვდომია ენთუზიასტების მიერ წარმოებული 240-მდე თამაში.[5] მასზე, აგრეთვე თავსებადია მისი წინამორბედი კონსოლის თამაშები და პროგრამები. 2010 წელს GamePark Holdings-მა გამოსცა მორიგი სათამაშო სისტემა — Caanoo.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. GamePark's GP2X Caanoo handheld hits this August, picks up where the Wiz left off (video). ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2018.
  2. Post about GP2X Wiz announcement on. Gp32x.com (2008-08-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2009-11-23.
  3. News post at Game Park Holdings site regarding Flash support დაარქივებული 2012-02-23 საიტზე Wayback Machine.
  4. OpenHandhelds wiz File Archive — Browse — Home:WIZ — Emulators
  5. WIZ Games
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=GP2X_Wiz&oldid=3938645“-დან