Nintendo Entertainment System

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nintendo Entertainment System
NES logo.svg Family Computer logo.svg
Nintendo Entertainment System with controller
Nintendo Family Computer
ზემოთ: Nintendo Entertainment System კონტროლერით.
ქვემოთ: Nintendo Family Computer კონტროლერით.
სხვა სახელწოდებები Family Computer/Famicom (იაპონია)
Hyundai Comboy (კორეა)
დენდი (რუსეთი)
შემქმნელი Nintendo
მწარმოებელი Nintendo
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მესამე თაობა
გამოშვების თარიღი
  • იაპ. ივლისი 15, 1983 (1983-07-15)
საცალო გაყიდვაში 1983–2003[2]
თავდაპირველი ფასი ¥ 14,800 (იაპონური)
$299 (აშშ-ის დელუქს კომპლექტი)
შეწყდა ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1995
[3] იაპ 25 სექტემბერი, 2003
[4]
გაიყიდა მსოფლიოში: 61.91 მილიონი
იაპონია: 19.35 მილიონი
ამერიკა: 34.00 მილიონი
სხვა: 8.56 მილიონი[5]
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Ricoh 2A03 8 ბიტიანი პროცესორი
MOS Technology 6502 core)
შეტანა კონტროლერის ორი პორტი
ერთი დამატებითი სლოტი
ყველაზე გაყიდვადი თამაში
წინა Color TV-Game
შემდეგი Super NES

Nintendo Entertainment System (აბრევიტურა NES) — 8 ბიტიანი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა იაპონურმა კომპანია ნინტენდომ. იგი პოპულარული იყო 1980-იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იან წლებში. რუსეთსა და რამდენიმე საბჭოთა კავშირის ქვეყანაში ცნობილი არის Dendy-ის სახელწოდებით — Nintendo Entertainment System-ის კლონირებული ვერსია.

პირველად კონსოლი გამოვიდა იაპონიაში 1983 წელს Famicom-ის სახელით, ხოლო შემდეგ, სახელშეცვლილი NES გამოვიდა ევროპასა და აშშ-ში 1985 წელს. სიახლე აღმოჩნდა წარმატებული და შეძლო ამერიკისა და იაპონიის მთლიანი ბაზრის დაპყრობა. იგი გამოიცა თამაშების ფართო პაკეტთან ერთად, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული გახდა Super Mario Bros. მარიო იქცა კორპორაცია ნინტენდოს თილისმად. იმ დროში იყო ყველაზე მეტად გაყიდვადი კონსოლი[9]. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 60 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და 500 მილიონამდე ვიდეო თამაში[10]. მიუხედავად იმისა, რომ სისტემა გამოვიდა ვიდეო თამაშების ინდუსტრიის კრიზისის მოვლენებიდან ცოტა ხნის შემდეგ[11], ბევრი კრიტიკოსი სწორედ მას მიაწერს სათამაშო ბაზრის აღორძინებას და მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ერის დაწყებას. წარმატებული აპარატული მახასიათებლებისა და თამაშების მდიდარი ბიბლიოთეკის წყალობით, ინდუსტრიის კრახის შემდეგ, იმედგაცრუებულ მომხმარებლებსა და ასევე დეველოპერ კომპანიებს ვიდეო თამაშებისადმი ინტერესი კვლავ გაუჩნდათ[12].

1990-იან წლებში NES-ის პოპულარობა დაეცა, გამომდინარე იქედან, რომ ბაზარზე გამოჩნდა ახალი თაობის 16 ბიტიანი კონსოლები, როგორიც არის Sega Mega Drive და Super Nintendo Entertainment System. თუმცა, ამის და მიუხედავად, NES-ის გამოშვება გაგრძელდა 2003 წლამდე[13].

კონსოლის წარმოება ოფიციალურად შეწყდა 1995 წელს, მაგრამ კონსოლის თამაშების ბიბლიოთეკა დღესაც ხელმისაწვდომი არის თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებზე სხვადასხვა ემულატორების წყალობით. ასევე NES-ის თამაშები ხელმისაწვდომია Nintendo Wii-ზე Virtual Consol-ის მშვეობით.[14].

2009 წელს საიტმა IGN თავის სიაში "25 ყველა დროის საუკეთესო კონსოლი" Nintendo Entertainment System-ს პირველი ადგილი მიუჩინა[15]. ხოლო PC Magazine-ის სიაში "10 საუკეთესო კონსოლი" NES-მა Sega Dreamcast-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა[16].

2016 წლის 14 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ნინტენდო მუშაობდა კონსოლის ხელახალი ვერსიის გამოცემაზე, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 11 ნოემბერს და თან ახლავს 30 ჩაშენებული თამაში და ერთი კონტროლერი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oct. 18, 1985: Nintendo Entertainment System Launches. WIRED (18 ოქტობერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 11 ივნისი, 2015.
  2. Nintendo Co., Ltd. Consolidated Sales Transition by Region
  3. Nintendo Entertainment System (NES) – 1985–1995. წაკითხვის თარიღი: 19 ივლისი, 2010..
  4. Nintendo to end Famicom and Super Famicom production. GameSpot (30 მაისი, 2003). წაკითხვის თარიღი: =23 აგვისტო, 2013., 2010..
  5. Consolidated Sales Transition by Region (PDF). First console by Nintendo (27 იანვარი, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან - ~14 თებერვალი, 2010. წაკითხვის თარიღი: 14 თებერვალი, 2010.
  6. Best-Selling Video Games. Guinness World Records. დაარქივებულია ორიგინალიდან - 17 მარტი, 2006. წაკითხვის თარიღი: 31 იანვარი, 2008.
  7. Super Mario Bros voted greatest computer game ever. The Daily Telegraph (27 ივლისი, 2008). წაკითხვის თარიღი: 22 ივლისი, 2010.
  8. Goss, Patrick. The games that sold consoles. MSN. დაარქივებულია ორიგინალიდან - March 9, 2008. წაკითხვის თარიღი: 24 სექტემბერი, 2011.
  9. Sheff, David (1993). Game Over. New York: Random House, გვ. 349. ISBN 0-679-40469-4. 
  10. Consolidated Sales Transition by Region (PDF) (2008-07-30accessdate=26 დეკემბერი, 2009).
  11. Consalvo, Mia (2006). "Console video games and global corporations: Creating a hybrid culture" (PDF). New Media Society 8 (1): 117–137. .(ფასიანი რეგისტრაცია)
  12. D.S.Cohen. The History of Classic Video Games - The Industry Crash and Rebirth. About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-23. წაკითხვის თარიღი: 2009-03-04.
  13. Hirohiko Niizumi. (30 მაისი, 2003) Nintendo to end Famicom and Super Famicom production. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-23. წაკითხვის თარიღი: 27 თებერვალი, 2009.
  14. Nintendo объявила о выпуске легендарной игровой приставки. gazeta.ru (15 ივლისი, 2016). წაკითხვის თარიღი: 2016-03-09.
  15. Nintendo Entertainment System (NES) is number 1. IGN. წაკითხვის თარიღი: 20 იანვარი, 2015.
  16. The 10 Greatest Video Game Consoles of All Time – Slide 9 – Slideshow from. PCMag.com (20 მარტი, 2014). დაარქივებულია 12 მაისი, 2014.