RCA Studio II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
RCA Studio II
Radio-Corporation-of-America-Logo.svg
RCA-Studio-II-FL.jpg
მწარმოებელი RCA
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი იანვარი 1977; 42 წლის წინ (1977-01)
თავდაპირველი ფასი 149 აშშ დოლარი
შეწყდა 1978; 41 წლის წინ (1978)
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი RCA 1802 1.78 მჰც
მეხსიერება 512 ბაიტი RAM
კონტროლერის შეტანა ათ ღილაკიანი კლავიატურა

RCA Studio IIმეორე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული ამერიკული კომპანია RCA-ის მიერ 1977 წლის იანვარში. კონსოლს ინფრომაციის გამოსახვა შეეძლო შავთეთრ ფერებში[1], რითაც წააგავდა „Pong“-ის მაგვარ კონსოლებს და მის კლონებს. მას არ გააჩნდა ჯოისტიკი ან რაიმე სახის მსგავსი კონტროლერი, თუმცა გამოიყენებდა ათ ღილაკიან მინი კლავიატურას, რომელიც ზედ იყო განთავსებული.[2]

სისტემის თავდაპირველი ფასი 149 აშშ დოლარს შეადგენდა და დაფუძნებული იყო იმავე მწარმოებლის მიერ 1977 წელს გამოცემულ მიკროკომპიუტერ COSMAC VIP-ზე.[3] კონსოლი გამოიყენებდა RCA 1802-ის ცენტრალურ პროცესორს 1.78 მჰც ტაქტური სიხშირით და 512 ბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას. მას ახასიათებდა მონოქრომული გრაფიკა 64x32 პიქსელების გაფართოებით (თეორიულად 64×128-მდე) და შეეძლო მარტივი ხმოვანი სიგნალის გამოცემა. ერთ-ერთი განსაკუთრებულ მახასიათებელად შეიძლება ჩაითვალოს მასში ჩაშენებული 5 თამაში.[4]

Studio II-მა ვერ მოიპოვა პოპულარობა და შესაბამისად კომეციულადაც წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგანაც ვერ გამოირჩეოდა მძლავრი აპარატული მახასიათებლებით. მასზე ადრე გამოშვებული კონსოლი Fairchild Channel F-იც კი ბევრად აღემატებოდა შესაძლებლობებით, ხოლო ათი თვის შემდეგ საბოლოო დარტყმა მიაყენა Atari 2600-ის გამოსვლამ. 1978 წელს RCA-მა შეწყვიტა კონსოლის წარმოება. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა კონსოლის შავთეთრი გრაფიკა, რითაც კონკურენცია ვერ გაუწია იმ დროში არსებულ ფერადი გრაფიკის მქონე სისტემებს.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kent, Steven L. (2001). The Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. ISBN 0-7615-3643-4. 
  2. Dave Sagarin. (დეკემბერი, 1977) New TV games: Livelier, smarter გვ. 92-93. Popular Mechanics. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2017.
  3. Edwards, Benj. “Rediscovering History’s Lost First Female Video Game Designer“, Fast Company, 2017-10-27. (en-US) 
  4. Dillon, Roberto (2011). The Golden Age of Video Games. A K Peter/CRC Press. ISBN 978-1-4398-7323-6. 
  5. TV Games Cutback, გვერდი 21, Spokane Daily Chronicle, 1978-02-14, Spokane Daily Chronicle - Google News Archive Search
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=RCA_Studio_II&oldid=3482638“-დან