New-Style Super NES

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
New-Style Super NES



ზემოთ: New-Style Super NES
ქვედა: Super Famicom Jr
სხვა სახელწოდებები Super Famicom Jr.
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი მეორე თაობა
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
გამოშვების თარიღი ჩრდ.ამ. 20 ოქტომბერი, 1997
იაპ 27 მარტი, 1998
თავდაპირველი ფასი 7,800 იაპონური იენი[1]
99.95 აშშ დოლარი
შეწყდა ჩრდ.ამ. 1999[2]
იაპ 25 სექტემბერი, 2003
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი Ricoh 5A22 @ 3.58 მჰც
ხმა Nintendo S-SMP

New-Style Super NES[3] (აგრეთვე ცნობილი მოდელის ნომრით SNS-101,[4] იაპონიაში — Super Famicom Jr. იაპონ. スーパーファミコン ジュニア) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, Super Nintendo Entertainment System-ის შემცირებული და გადაკეთებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1997 წელს.

The New-Style Super NES-ის დიზაინერია ლენს ბარი, რომელსაც აგრეთვე ეკუთვნის NES-ისა Super NES-ის ჩრდილოეთ ამერიკული ვერსიების დიზაინი, ისევე როგორც NES-ის გადაკეთებული ვერსია.[5]

ჩრდილოეთ ამერიკაში კონსოლი გამოვიდა 1997 წლის 20 ოქტომბერს[4] 99.95 დოლარად.[6] კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში მოჰყვებოდა ოთხი თამაშიდან ერთ-ერთი: „Super Mario World 2: Yoshi's Island“, „The Legend of Zelda: A Link to the Past“, „Kirby Super Star“ ან „Tetris Attack“. მისი წარმოება ამ რეგიონში შეწყდა 1999 წელს.

იაპონიაში გამოიცა 1998 წლის 27 მარტს, Super Famicom Jr.-ის სახელწოდებით. მისი მოდელის ნომერი იყო SHVC-101 და ვიზუალურად მეტად წააგავდა ჩრდილოეთ ამერიკულ ვერსიას. იგი იწარმოებოდა 2003 წლის სექტემბრამდე.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nintendo Japan - Super Famicom Jr page. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2009.
  2. Don Reisinger (21 იანვარი, 2009). „Does the Xbox 360's 'Lack of Longevity' Matter?“. CNET. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Nintendo Support: New-Style Super NES RF to TV Hookup. Nintendo. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2010.
  4. 4.0 4.1 SNS-101. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2009.
  5. Chad Margetts & M. Noah Ward. (31 მაისი, 2005) Lance Barr Interview. Nintendojo. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2013.
  6. Johnston, Chris. (October 29, 1997) Super NES Lives!. GameSpot. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2009.
  7. Niizumi, Hirohiko. (30 მაისი, 2003) Nintendo to end Famicom and Super Famicom production. GameSpot. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2014.