Cassette Vision

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Cassette Vision
Epoch-Cassette-Vision-Console.jpg
მწარმოებელი Epoch Co.
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 30 ივლისი, 1981[1]
თავდაპირველი ფასი 13,500 იაპონური იენა
შეწყდა 1984
გაიყიდა 400,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
პროცესორი µPD7801G
შემდეგი Super Cassette Vision

Epoch Cassette Vision (იაპონ. カセットビジョン) — 8 ბიტიანი მეორე თობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1981 წლის 30 ივლისს. მოგვიანებით Epoch Co.-მა გამოუშვა კონსოლის დაბალფასიანი სახეშეცვლილი ვერსია Cassette Vision Jr.[2], რომელსაც გააჩნდა მოხსნადი კონტროლერი.

ტერმინი cassette (კასეტა) იაპონურად სათამაშო კარტრიჯის სინონიმს წარმოადგენს, რომელსაც კავშირი არ აქვს კომპაქტ-კასეტასთან. მას გაჩნია უჩვეული კონტროლერი — ოთხი ცალი ამობურცული სატრიალა, რომელიც ზედ კონსოლზე არის განთავსებული.[3] თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო — არსებობის ისტორიაში სულ 12 ერთეული თამაში გამოვიდა.[4]

მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 13,500 იაპონურ იენას. Cassette Vision იაპონიაში ყველაზე გაყიდვადი კონსოლის პოზიციას იკავებდა,[5] რომელსაც დაახლოებით იაპონური კონსოლების ბაზრის 70 პროცენტი ეკავა (საერთო ჯამში გაიყიდა 400,000 ასლი),[6] მაგრამ Nintendo-ს, Casio-ს და Sega-ს ახალი თაობის სისტემების გამოჩენის შემდეგ Cassette Vision-ის პოპულარობამ შესამჩნევად იკლო. შედეგად 1984 წელს Epoch-მა შეწყვიტა Cassette Vision-ის წარმოება და იმავე წელს სწრაფად წარმოადგინა მორიგი პროდუქტი Super Cassette Vision.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Release Date. GameFAQs. წაკითხვის თარიღი: 2013-10-06.
  2. Epoch Cassette Vision (1981 – 1984). obsoletemedia.org. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  3. Cassette Vision. Giant Bomb. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  4. Epoch Cassette Vision. Old-Computers. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2017.
  5. 株式会社 エポツク杜 堀江正幸氏 (pg. 9) იაპონურად (1998). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო, 2017.
  6. 株式会社 エポツク杜 堀江正幸氏 (pg. 9) იაპონურად (1998). წაკითხვის თარიღი: 29 აგვისტო, 2017.