Gizmondo

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Gizmondo
Gizmondo.jpg
მწარმოებელი Tiger Telematics
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი 19 მარტი 2005 (2005-03-19)
შეწყდა 6 თებერვალი 2006 (2006-02-06)
გაიყიდა 25,000-ზე ნაკლები[1]
მედია SD, MMC
პროცესორი ARM9 S3C2440 400 მჰც
ონლაინ სერვისები GPRS
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Sticky Balls“

Gizmondoმეშვიდე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული შვედური კომპანია Tiger Telematics-ის მიერ 2005 წელს გაერთაინებულ სამეფოში, შვედეთსა და აშშ-ში.[2]

კონსოლის შექმნის მიზანს წარმოადგენდა Nintendo-სა და Sony-ის პორტატიული კონსოლებისთვის კონკურენციის გაწევა;[3]

ბრიტანეთში, კონსოლის გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთი თამაში — „Trailblazer“, აშშ-ში — რვა, ხოლო ევროპაში — თოთხმეტი თამაში.

მალე Tiger Telematics-მა დაანონსა კონსოლის განახლებული მოდელი. დეველოპერთა განცხადებით, ახალ მოდელს გააჩნდა ფართოკუთხოვანი ეკრანი, Wi-Fi-სა და ტელევიზიის მხარდაჭერა, 2-მეგაპიქსელიანი კამერა და 500 მჰც-მდე გაზრდილი პროცესორი, აგრეთვე ემატებოდა მობილური ტელეფონის ფუნქციაც. საბოლოოდ კონსოლზე მუშაობა შეწყდა.

2005 წელს შვედურმა პრესამ, კომპანიის რამდენიმე ხელმძღვანელის კრიმინალურ წარსულს ფარდა ახადა, რამაც გამოიწვია გენერალური დირექტორისა და რამდენიმე თანამშრომლის თანამდებობიდან განთავისუფლება. კომპანია Gizmondo Europe-ის დირექტორს სტეფან ერიკსონს ბრალი დასდეს შვედურ კრიმინალურ დაჯგუფება „უფსალამაფიანის“ წევრობაში.[4]

2006 წელს კომპანია Tiger Telematics მეტად რთული ფინანსური პრობლემების წინაშე დადგა, რომლის ვალი 300 მილიონ დოლარს შეადგენდა. იმავე წლის თებერვალში კომპანია გაკოტრდა, ხოლო კონსოლის წარმოება შეწყდა.[5]

რეკლამირებაში დახარჯული მილიონობით დოლარის მიუხედავად, სისტემა მომხმარებელთა ყურადღების მიღმა დარჩა. საერთო ჯამში გაიყიდა 25,000-ზე ნაკლები ასლი და ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გაყიდვადი სათამაშო კონსოლი.[6] 2007 წელს GameTrailers-მა Gizmondo დაასახელა ყველაზე ცუდ კონსოლად ისტორიაში.[7]

2008 წელს, Tiger Telematics-ის თანადამაარსებელმა, კარლ ფრირმა განაცხადა, Gizmondo ხელახლად გამოცემის შესახებ. მისი გამოშვება დაგეგმილი იყო იმავე წლის მაისში,[8] თუმცა გამოშვება ნოებრისთვის გადაიდო,[9] საბოლოოდ კონსოლზე მუშობა შეწყდა.[10]

თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: Gizmondo-ს თამაშების სია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Snow, Blake. (2007-07-30) The 10 Worst-Selling Handhelds of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2008-01-17.
  2. „Gizmondo gadget hits the shelves“. BBC News Online. 2005-03-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-15. ციტირების თარიღი: 2007-11-23.
  3. CEBIT 2005: Gizmondo out this week - Hardware - News. HEXUS.net (2005-03-16). ციტირების თარიღი: 2013-01-14.
  4. Sullivan, Randall. Gizmondo’s Spectacular Crack-up. ციტირების თარიღი: 22 January 2017.
  5. Gizmondo Europe goes into liquidation. Pocket-Lint (2006-02-07). ციტირების თარიღი: 2013-01-14.
  6. Snow, Blake. (2011-06-07) The 10 Worst Selling Handhelds Of All Time. Web.archive.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2013-01-14.
  7. GT Countdown - Top Ten Worst Consoles.
  8. Carl Freer:"I m going to resurrect Gizmondo" -- indeed he is. Engadget (2008-01-24). ციტირების თარიღი: 2009-07-09.
  9. Carl Freer: Gizmondo Arrives Late 2008 (2008-02-18). ციტირების თარიღი: 2009-07-09.
  10. Joseph Flatley. (2008-12-20) Surprise! No new Gizmondo for 2008. Engadget. ციტირების თარიღი: 2008-12-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Gizmondo&oldid=3939882“-დან