Game Boy Advance-ის ოჯახი — მეექვსე თაობის ბატარეებზე მომუშავე პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, წარმოებული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ.
Nintendo-მ Game Boy Advance-ის კონსოლების სერიის გამოცემა დაიწყო 2001 წლის 21 მარტს.[1] სერია მოიცავდა სამ კონსოლს — Game Boy Advance, Game Boy Advance SP და Game Boy Micro.
2010 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სამივე კონსოლის გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 81.51 მილიონ ეგზემპლარს.[2] 2004 წელს Nintendo-მ დაიწყო კონსოლების ახალი ხაზის, Nintendo DS-ის გამოშვება. Game Boy Advance-ის სერიის წარმოება შეწყდა 2008 წელს.