გამოყოფილი კონსოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გამოყოფილი კონსოლივიდეო თამაშების კონსოლის სახეობა. ამგვარი ტიპის კონსოლს არ გააჩნია სათამაშო კარტრიჯის ან დისკის მიმღები მოწყობილობა და შეუძლია მხოლოდ მასში ჩაშენებული ერთი ან რამდენიმე თამაშის გაშვება[1], აგრეთვე შეუძლებელია მასში რაიმე სახის ციფრული მედიის ჩამოტვირთვა ინტერნეტიდან.

გამოყოფილი კონსოლები მეტად პოპულარული იყო პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ერაში, მანამდე სანამ არ ჩაანაცვლა მეორე თაობის კონსოლებმა, რომლებსაც ჰქონდათ სათამაშო კარტრიჯის გამშვები მოწყობილობა.

2000-იან წლებში რეტროგეიმინგისადმი ინტერესი გაიზარდა. შედეგად სხვადასხვა კომპანიებმა დაიწყეს გამოყოფილი კონსოლების გამოშვება. 2010-იან წლებში, Nintendo-მ, Sony-მ, Sega-მ და SNK-მ გამოსცეს თავიანთი ისტორიული კონსოლების მინიატურული ვერსიები: NES Classic Edition, Super NES Classic Edition, Neo Geo Mini, PlayStation Classic და Sega Genesis Mini, რომლებშიც ჩაშენებულია რამდენიმე პოპულარული თამაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dedicated Console. glitchwave.com. წაკითხვის თარიღი: 17 აგვისტო, 2019.