Game Master

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Game Master
შემქმნელი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი [1]
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 4 × AA ბატარეა ან 6 ვოლტიანი კვების წყარო
მონიტორი 64 × 64 მონოქრომული LCD
ზომა 170 × 97 × 33მმ

Game Masterმეოთხე თაობის მონოქრომული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული გერმანული კომპანია Hartung-ის მიერ 1990 წელს. შეიქმნა, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.

გაერთიანებულ სამეფოში კონსოლი გამოდიოდა Systema 2000-ის სახელწოდების ქვეშ, ხოლო საფრანგეთშიVideojet Game Master, Hartung Game Tronic, Hartung Super Game და Delplay Game Plus. Game Master გარეგნულად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს, ფრანგული ვერსია Game PlusGame Boy-ის. Game Master-ის კარტრიჯები თითქმის Watara Supervision-ის იდენტური იყო, თუმცა ერთმანეთთან არათავსებადი.[2]

Game Master-ს გააჩნდა მონოქრომული LCD ეკრანი 64 x 64 გაფართოებით, ჩაშენებული დინამიკი, ყურსასმენების ბუდე, ხმის მარეგულირებელი და კონტროლერის ღილაკები (მიმართულების 4 ღილაკი, A, B, Select და Start). კონსოლი ფუნქციონირებდა ოთხიცალი AA ბატარეის ან 6 ვოლტიანი კვების წყაროს მეშვეობით. საერთო ჯამში მასზე ხელმისაწვდომი იყო 18 თამაში.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Game Master. Giant Bomb. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
  2. Sylvain De Chantal. (ივლისი, 2001) Hartung Game Master Faq. ციტირების თარიღი: 2013-09-07.
  3. Game Master — Console Information. consoledatabase.com. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Master&oldid=3723265“-დან