მიკროკონსოლი — ვიდეო თამაშების კონსოლის სახეობა. მიკროკონსოლთა უმეტესობა არის დაბალბიუჯეტიანი Android-ზე დაფუძნებული მოწყობილობა, რომელიც უერთდება სტანდარტულ ტელევიზორს, ხოლო თამაშის გადმოწერა შესაძლებელია Google Play-ის მსგავსი აპლიკაციების მაღაზიებიდან.
პირველი მიკროკონსოლი სახელწოდებით „MicroConsole TV Adapter“ შეიმუშავა ღრუბლოვანი სათამაშო სერვისების პროვაიდერმა OnLive-მა 2010 წელს. ფართო საზოგადოების დაინტერესება მიკროკონსოლებისადმი გამოიწვია სათამაშო მოწყობილობა OUYA-ს გამოსვლამ,[1][2] რამაც ხელი შეუწყო მობილური თამაშების ინდუსტრიის ზრდას.[3][4] ამას მოჰყვა რამდენიმე კონსოლის გამოშვება, მათ შორის — PlayStation TV (2013), Amazon Fire TV (2014), Nvidia Shield (2015), Apple TV (მე-4 თაობა, 2015) და სხვა.