ჰანეს ალფვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჰანეს ალფვენი
YoungAlfven.jpg
დაბ. თარიღი 30 მაისი 1908(1908-05-30)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ნორჩეპინგი[4]
გარდ. თარიღი 2 აპრილი 1995(1995-04-02)[1] [5] [2] [6] (86 წლის)
გარდ. ადგილი დიურსჰოლმი[4]
დასაფლავებულია დიურსჰოლმის სასაფლაო[7]
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი
ეროვნება შვედები
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, უფსალის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი და შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მამა იოჰანეს ალფვენი
დედა ანა-კლარა რომანუს-ალფვენი
შვილ(ებ)ი ინგერ ალფვენი
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[8] [9], პოლჰემის პრემია, მიხეილ ლომონოსოვის სახელობის დიდი ოქროს მედალი, ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, დირაკის ვერცხლის მედალი, ბიერკენის პრემია, უილიამ ბოუის მედალი, ფრანკლინის მედალი, IEEE-ის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

ჰანეს ოლოფ გიოსტა ალფვენი (შვედურად: [alˈveːn]; დ. 30 მაისი, 1908 — გ. 2 აპრილი, 1995) — შვედი ელექტროინჟინერი და პლაზმის ფიზიკოსი. 1970 წ. მან მიიღო ნობელის პრემია ფიზიკის დარგში თავისი შრომისათვის მაგნიტოჰიდროდინამიკაზე. მან აღწერა მაგნიტოჰიდროდინამიკური ტალღების კლასი, რომელსაც ამჟამად ალფვენის ტალღები ეწოდება. თავდაპირველად მან სწავლება გაიარა, როგორც ელექტროენერგიის ინჟინერმა და მოგვიანებით გადაინაცვლა პლაზმური ფიზიკისა და ელექტროინჟინერიის დარგებში, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში. ალფვენმა დიდი წვლილი შეიტანა პლაზმურ ფიზიკაში, მათ შორის აღსანიშნავია თეორიები, რომლებიც აღწერს ციალების და ვან ალენის რადიაციის სარტყლების ქცევას, მაგნიტური შტორმების ეფექტს დედამიწის მაგნიტურ ველზე, დედამიწის მაგნიტოსფეროს და პლაზმის დინამიკას ირმის ნახტომის (ანუ ჩვენს) გალაკტიკაში.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფვენმა PhD ხარისხი მიიღო უპსალას უნივერსიტეტში 1934 წელს.[10] მისი სადოქტორო თემის სათაური იყო: "ულტრამოკლე ელექტრომაგნიტური ტალღების კვლევები".

მოწიფულობის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1934 წელს ალფვენი ასწავლიდა ფიზიკას უპსალას უნივერსიტეტში და ალფრედ ნობელის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში (რომელსაც შემდგომში დაერქვა მანე ზიგბანის სახელი[11]) სტოკჰოლმში, შვედეთში. 1940 წელს იგი გახდა ამავე ქალაქის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტის ელექტრომაგნიტური თეორიისა და ელექტრული გაზომვების პროფესორი. 1945 წ. მან მიიღო არჩევითი თანამდებობა ელექტრონიკის კათედრაზე. 1963 წ. მან შეიცვალა კათედრა და გახდა პლაზმური ფიზიკის კათედრის პროფესორი. 1954–1955 წლებში ალფვენი იღებდა ფულბრაიტის სტიპენდიას მერილენდის უნივერსიტეტში, კოლეჯ პარკში. 1967 წ., მას შემდეგ, რაც მან დატოვა შვედეთი და გარკვეული დრო დაჰყო საბჭოთა კავშირში, იგი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდგომში ალფვენი მუშაობდა ელექტროინჟინერიის კათედრებზე კალიფორნიის უნივერსიტეტში, სან-დიეგოში და სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში.

სიბერის წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წ. ალფვენი პენსიაზე გავიდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ელექტროინჟინრის პროფესორის თანამდებობიდან და სტოკჰოლმის ტექნოლოგიის სამეფო ინსტიტუტის პლაზმური ფიზიკის პროფესორის თანამდებობიდან.

მან ბოლო წლები ნაწილობრივ კალიფორნიაში, ნაწილობრივ კი შვედეთში გაატარა. სიკვდილმა 1995 წ. მოუსწრო 86 წლის ასაკში.

კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1937 წ. ალფვენი ამტკიცებდა, რომ თუკი პლაზმა ავსებს სამყაროს, მაშინ იარსებებს გალაკტიკური და მეტაგალაკტიკური მაგნიტური ველები. [12]

მას შემდეგ, რაც მან მოიპოვა ნობელის პრემია მაგნიტოჰიდროდინამიკაში შესრულებული შრომისათვის, მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ:

"იმისათვის, რომ გავიგოთ პლაზმის გარკვეულ არეში განხორციელებული ფენომენი, აუცილებელია, რომ შევისწავლოთ არა მარტო მაგნიტური, არამედ ასევე ელექტრული ველი და ელექტრული ნაკადები. სივრცე სავსეა ნაკადების ქსელით, რომელთაც გადააქვთ ენერგია და მომენტი დიდ ან ძლიერ დიდ დისტანციებზე. ნაკადები ხშირად იღებს ფილამენტურ (ძაფურ, წრფივ) ან ზედაპირულ (სიბრტყულ) ფორმებს. სიბრტყის ფორმის ნაკადები სივრცეს (მათ შორის, ვარსკვლავთაშორის და გალაკტიკათშორის სივრცესაც) უჯრედულ სტრუქტურას ანიჭებს". [13]

მისი თეორიული შრომა ჩრდილოეთის ციალის შემადგენლობაში ველების მიმართ ორიენტირებულ ელექტრულ ნაკადებზე (რომელიც ეყრდნობოდა კრისტიან ბირკელანდის უფრო ადრინდელ შრომას), დადასტურებული იქნა ექსპერიმენტულად 1967 წ.[14] და ახლა ამ ნაკადებს ბირკელანდის ნაკადების სახელით იცნობენ.

ალფვენის შრომებს მრავალი წლის განმავლობაში აკრიტიკებდა კოსმოსის ფიზიკის ასაკით უფროსი მკვლევარი, ბრიტანელი მათემატიკოსი და გეოფიზიკოსი სიდნი ჩაპმენი.[15] ჩაპმენთან ალფვენის უთანხმოებები გამომდინარეობდა მეტწილად რეფერირების სისტემასთან შვედი მეცნიერის პრობლემებიდან. ალფვენის სტატიებს მართლაც იშვიათად თუ სწყალობდნენ სამეცნიერო ჟურნალების უფროსი მეცნიერები. ერთხელ მან ამერიკულ ჟურნალში "დედამიწის მაგნეტიზმი და ატმოსფერული ელექტრობა" წარადგინა სტატია, სადაც აღწერდა მაგნიტური შტორმებისა და ციალების თეორიას, მაგრამ მისი სტატია უარყვეს იმ საფუძველზე, რომ იგი არ ეთანხმებოდა იმდროინდელ ფიზიკაში აღიარებულ თეორიულ გამოთვლებს.[16]

ფიზიკოსთა შორის ალფვენს ჰქონდა რეპუტაცია პირისა, რომელსაც არაორთოდოქსული შეხედულებები ჰქონდა კვლევის სფეროსთან დაკავშირებით.[17]

რ. ჰ. სტიუერი აღნიშნავდა, რომ "... იგი რჩებოდა გულნატკენ გარიყულად, ძალიან მცირე პატივისცემა თუ მოიპოვა სხვა მეცნიერებს შორის იმის მერეც კი, რაც ნობელის პრემია მიიღო..."[18] და ხშირად იძულებული ხდებოდა, რომ ნაკლებად ცნობილ ჟურნალებში გამოექვეყნებინა ხოლმე თავისი სტატიები. ალფვენი იხსენებდა:

როდესაც მე აღვწერ პლაზმურ ფენომენს ფორმულებით, რედაქციების უმეტესობას არ ესმის თუ რას ვწერ და უკან მიბრუნებენ ჩემს სტატიებს. იმ რეფერენტული სისტემით, რომელიც დღეს აშშ მეცნიერებაშია გაბატონებული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემი სტატიები იშვიათად იქნება მიღებული წამყვან ამერიკულ ჟურნალებში.[19]

ალფვენმა შეასრულა ცენტრალური როლი შემდეგი დარგების განვითარებაში:

1939 წ. ალფვენმა წამოაყენა მაგნიტური შტორმების და ციალების თეორია და პლაზმური დინამიკის თეორია დედამიწის მაგნიტოსფეროზე დაყრდნობით. სწორედ ეს სტატია იქნა დაწუნებული აშშ ჟურნალის (Terrestrial Magnetism and Atmospheric Electricity — "დედამიწის მაგნეტიზმი და ატმოსფერული ელექტრობა") მიერ.

კოსმოსის მეცნიერების იმ დარგებს შორის, რომელთათვისაც პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა ალფვენის კვლევებს, შეიძლება ჩამოვთვალოთ:

ალფვენის ძირითადი შეხედულებები მიჰყვებოდა მაგნიტოსფერული ფიზიკის დამაარსებლის, კრისტიან ბირკელანდის შეხედულებებს. მე-19 საუკუნის ბოლოს ბირკელანდმა მეცნიერებას მიაწოდა თეორია (რომელიც გამაგრებული იყო მონაცემებით), რომ დედამიწის ატმოსფეროში დედამიწის მაგნიტურ ველზე გარედან შემოსული ელექტრული ნაკადების მოქმედება იწვევს ციალს (ჩრდილოეთის ციალი) და პოლარულ მაგნიტურ შეშფოთებებს.

ტექნოლოგიის სფერომაც ისარგებლა ალფვენის შემოქმედებისგან. ამგვარ მაგალითებს შორის შეიძლება ჩამოვთვალოთ:

ალფვენის წვლილი ასტროფიზიკაში:

  • გალაკტიკური მაგნიტური ველის ცნება (1937)
  • ასტრონომიული წყაროებიდან წამოსული არათერმული სინქროტრონული რადიაციის იდენტიფიცირება (1950)

ალფვენის ტალღები (ჰიდრომაგნიტური პლაზმის დაბალი სიხშირის ოსცილაციები) მის სახელს ატარებს. მზის სისტემის შესახებ გამოთქმული მისი მრავალი თეორია ათეულობით წლის შემდეგ, მაგალითად, 1980-იან წლებში დადასტურდა, როდესაც კოსმოსში შეასრულეს გარე გაზომვები კომეტებისა და პლანეტების მაგნიტოსფეროებზე. მაგრამ თვით ალფვენი აღნიშნავდა, რომ ასტროფიზიკის სახელმძღვანელოებში დიდაქტიკურად არადამაკმაყოფილებლად იყო წარმოდგენილი უკვე ცნობილი პლაზმური ფენომენები:

ჩატარებული იქნა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ არის ასტროფიზიკის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილი იმგვარი მნიშვნელოვანი კონცეფციები, როგორიცაა ორმაგი ფენები, კრიტიკული სიჩქარე, შევიწროვების ეფექტები და წრედები. აღმოჩნდა, რომ სტუდენტებს ხშირად ამ კონცეფციებზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ კონცეფციებიდან უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ცნობილია მეცნიერებისათვის (მაგალითად, ორმაგი ფენები, ლანგმიური, 1929; შევიწროვების ეფექტი, ბენეტი, 1934). [20]

ალფვენმა აღნიშნა, რომ ასტროფიზიკის იმდროინდელი 17 ყველაზე ხშირად ციტირებადი წიგნიდან არცერთში არ იყო ნახსენები შევიწროვების ეფექტი, მხოლოდ ორში _ წრედები და მხოლოდ სამი მათგანი აღწერდა ორმაგ ფენებს.

ალფვენს მიაჩნდა, რომ ბიგ ბენგის პრობლემა იყო შედეგი იმისა, რომ ასტროფიზიკოსები ცდილობდნენ სამყაროს დასაბამის ექსტრაპოლაციას დაფაზე აგებული მათემატიკური თეორიებისაგან და არა ცნობილი დაკვირვებადი ფენომენებისგან. იგი ასევე თვლიდა, რომ დიდი აფეთქება იყო უბრალოდ სამეცნიერო მითი, მოწოდებული შესაქმის ასახსნელად.[21] ალფვენმა და მისმა კოლეგებმა მოგვაწოდეს ალფვენ-კლაინის მოდელი, როგორც ალტერნატიული თეორია მდგრადი მდგომარეობის თეორიისა და ბიგ ბენგის კოსმოლოგიური მოდელებისა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფვენი დაჯილდოებული იყო იუმორის კარგი გრძნობით, მონაწილეობდა ფართო სპექტრის სოციალურ მოვლენებში და მსოფლიო განიარაღების მოძრაობაში. იგი ხასიათდებოდა ჩამოყალიბებული უნდობლობით კომპიუტერების მიმართ.

ალფვენი სწავლობდა მეცნიერების ისტორიას, აღმოსავლურ ფილოსოფიას და რელიგიას. რაც შეეხება მსოფლმხედველობას, ალფვენი არარელიგიური პიროვნება იყო და ხასიათდებოდა კრიტიკული განწყობით რელიგიების მიმართ.[22][23]

ალფვენი საუბრობდა შვედურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. საკმარის დონეზე ფლობდა ესპანურ და ჩინურ ენებსაც.

ყოველთვის განიცდიდა ხოლმე პერმანენტული ძლიერ-რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სიძნელეებზე. "[24]

ალფვენი აგრეთვე დაინტერესებული იყო კოსმოლოგიის პრობლემებით და ავრორალური ფიზიკის ყველა ასპექტით. მისთვის სამაგიდო წიგნს წარმოადგენდა შრიოდერის ცნობილი წიგნი ციალის შესახებ Das Phänomen des Polarlichts (გერმანულად: "პოლარული ნათების ფენომენი").[25]

ალფვენის, ტრედერისა და შრიოდერის მიმოწერა გამოქვეყნებული იქნა ტრედერის 70-ე იუბილესთან დაკავშირებით.[26][27]

გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში Gerlands Beiträge zur Geophysik 1988 წ. უილფრიდ შრიოდერმა სქელტანიანი სტატია გამოაქვეყნა ციალის თეორიების ცვლილებების შესახებ და იგი ჰანეს ალფვენის მე-80 იუბილეს მიუძღვნა. ამავე ავტორმა თავის სხვა სტატიებში დეტალურად გადმოსცა ურთიერთობები ჰანს-იურგენ ტრედერს, ჰანეს ალფვენსა და თვით უილფრიდ შრიოდერს შორის.

ალფვენი ქორწინებაში იმყოფებოდა 67 წლის განმავლობაში თავის მეუღლესთან კერსტინთან (1910-1992). მათ აღზარდეს ხუთი შვილი, ერთი ბიჭი და 4 გოგონა. ალფვენის ვაჟი ექიმი გახდა, ერთი ქალიშვილი მწერალი გამოვიდა, კიდევ მეორე შვედეთში მოღვაწე ადვოკატი. კომპოზიტორი ჰუგო ალფვენი ჰანეს ალფვენის ბიძა იყო.

ჯილდოები და აკადემიების წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროპის ფიზიკური საზოგადოების მიერ ყოველწლიურად გაიცემა ჰანეს ალფვენის პრემია პლაზმურ ფიზიკაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის.

ასტეროიდი 1778 ალფვენი აგრეთვე მის სახელს ატარებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიების წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფვენი იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მეცნიერთაგან, რომლებიც გახდნენ როგორც აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრები.

რესურსები ინტერნეტში (ინგლისურ ენაზე)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რჩეული ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წიგნები
  • ელექტროდინამიკა, ფიზიკის შესახებ მონოგრაფიების საერთაშორისო სერია, ოქსფორდი: კლარენდონის გამომცემლობა, 1950 წ. (იხილეთ აგრეთვე მე-2 გამოცემა 1963 წ., კარლ-გუნე ფელტჰამარის თანაავტორობით)
  • სამყაროები-ანტისამყაროები: ანტიმატერია კოსმოლოგიაში (1966)
  • დიადი კომპიუტერი: ხილვა (1968) (ოლოფ იოჰანსენის ფსევდონიმით დაწერილი პოლიტიკური სამეცნიერო სატირა; გამომცემლობა Gollancz, ISBN 0-575-00059-7)
  • ატომი, კაცობრიობა და სამყარო: სირთულეების გრძელი ჯაჭვი, გამომცემლობა W.H. Freeman and Company, 1969.
  • ცხოვრება მესამე პლანეტაზე, კერსტინ ალფვენთან თანაავტორობით, გამომცემლობა W.H. Freeman and Company, 1972. ISBN 0-7167-0340-8
  • კოსმოსური პლაზმა, ასტროფიზიკისა და კოსმოსური მეცნიერების ბიბლიოთეკა, ტომი 82 (1981) გამომცელობა Springer Verlag. ISBN 90-277-1151-8
  • ვილფრიდ შრიოდერი და ჰანს იურგენ ტრედერი, 2007. თეორიული ფიზიკა და გეოფიზიკა: ჰანს-იურგენ ტრედერის მოგონებები (1928–2006). პოტსდამი: სამეცნიერო გამოცემები.
სტატიები (ინგლისურ ენაზე)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. Norrköpings S:t Olai kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker. Huvudserien, SE/VALA/00273/C I/17 (1905-1910), bildid: 80001061_00322
  4. 4.0 4.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #117761109 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  5. MacTutor History of Mathematics archive
  6. SNAC — 2010.
  7. Hannes* Olov Gösta AlfvénFinnGraven.se.
  8. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/physics/laureates/1970/
  9. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  10. (1996) "Alfvén, Hannes Olof Gosta", Who Was Who in America, 1993-1996, vol. 11. New Providence, N.J.: Marquis Who's Who, გვ. 4. ISBN 0-8379-0225-8. 
  11. History. წაკითხვის თარიღი: 25 May 2012.
  12. Hannes Alfvén, 1937 "Cosmic Radiation as an Intra-galactic Phenomenon", Ark. f. mat., astr. o. fys. 25B, no. 29.
  13. Hannes, A (1990). "Cosmology in the Plasma Universe: An Introductory Exposition". IEEE Transactions on Plasma Science 18: 5–10. Bibcode 1990ITPS...18....5P. . ISSN 0093-3813. http://adsabs.harvard.edu/cgi-bin/nph-bib_query?bibcode=1990ITPS...18....5A&db_key=AST&data_type=HTML&format=&high=42ca922c9c32555.
  14. Peratt, A. L., Peter, W., & Snell, C. M. (1990). „3-dimensional particle-in-cell simulations of spiral galaxies“. Proceedings of the 140th Symposium of IAU. Galactic and intergalactic magnetic fields. Heidelberg, Federal Republic of Germany: Kluwer Academic Publishers. pp. 143–150. http://articles.adsabs.harvard.edu//full/1990IAUS..140..143P/0000149.000.html. წაკითხვის თარიღი: 16 May 2012.
  15. S. Chapman and J. Bartels, ‘’Geomagnetism,’’ Vol. 1 and 2, Clarendon Press, Oxford, 1940.
  16. Hannes Alfvén (1908-1995). დაარქივებულია ორიგინალიდან - 3 June 2014. წაკითხვის თარიღი: 22 May 2012.
  17. Miller, DJ (1992). Research Fraud in the Behavioral and Biomedical Sciences, გვ. http://books.google.com/books?vid=ISBN0471520683&id=sw9QeD-bvJgC&pg=PA10 10]. ISBN 0471520683. 
  18. Stuewer, RH (2006). "Book Reviews". Physics in Perspective 8 (1): 104–112. Bibcode 2006PhP.....8..104S. . http://www.springerlink.com/link.asp?id=qg36424630186274.
  19. Hannes Alfvén, "Memoirs of a Dissident Scientist", American Scientist, Volume 76, No 3, May–June 1988, pp. 249–251. Quoted in Joseph Paul Martino, Science Funding: Politics and Porkbarrel 1992, Transaction Publishers, ISBN 15600003303
  20. Hannes Alfvén, "Double layers and circuits in astrophysics" (1986) IEEE Transactions on Plasma Science (ISSN 0093-3813), vol. PS-14, Dec. 1986, p. 779-793.
  21. Hannes Alfvén, Cosmology—Myth or Science? J Astrophysics and Astronomy, vol. 5, pp. 79-98, (1984).
  22. "Nuclear power is uniquely unforgiving: as Swedish Nobel physicist Hannes Alfvén said, "No acts of God can be permitted."" Amory Lovins, Inside NOVA - Nuclear After Japan: Amory Lovins, pbs.org.
  23. Helge Kragh (2004). Matter and Spirit in the Universe: Scientific and Religious Preludes to Modern Cosmology. OECD Publishing, გვ. 252. ISBN 9781860944697. „Alfven dismissed in his address religion as a "myth," and passionately criticized the big-bang theory for being dogmatic and violating basic standards of science, to be no less mythical than religion.“ 
  24. Abbotts, John (October 1979). "Radioactive waste: A technical solution?". Bulletin of the Atomic Scientists: 12–18.
  25. Schröder, Wilfried . 2000. The Aurora in time. (Das Phänomen des Polarlichts). Darmstadt: Reproduction.
  26. Schröder, Wilfried, and Hans Jürgen Treder. 1998. From Newton to Einstein: A festschrift in honour of the 70th birthday of Hans-Jürgen Treder. Bremen: Rönnebeck; Arbeitskreis Geschichte der Geophysik in der Deutschen Geophysikalischen Gesellschaft.
  27. Schröder, Wilfried, and Hans Jürgen Treder. 1993. The earth and the universe: A festschrift in honour of Hans-Jürgen Treder. Bremen-Rönnebeck: Science Editions.
  28. doi:10.1098/rsbm.1998.0001
    This citation will be automatically completed in the next few minutes. You can jump the queue or expand by hand
  29. Book of Members, 1780-2010: Chapter A. American Academy of Arts and Sciences. წაკითხვის თარიღი: 14 April 2011.