ლეონ ჟუო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search


ლეონ ჟუო (ფრანგ. Léon Jouhaux, დ. 1 ივლისი,1879 - გ. 28 აპრილი,1954) — საფრანგეთის პროფესიული კავშირის ლიდერი, რომელმაც 1951 წელს მიიღო ნობელის პრემია . [1]

ლეონ ჟუო
Léon Jouhaux nobel.jpg
დაბადების თარიღი 1 ივლისი,1879
პანტინი, საფრანგეთი
გარდაცვალების თარიღი 28 აპრილი, 1954 (74 წლის)
საფრანგეთი
დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
ეროვნება საფრანგეთის დროშა ფრანგი
პროფესია პროფესიული კავშირის ლიდერი
მეუღლე(ები)

კატერინ მეტერნიხი (დაქორწინებული 1904-1946 წლებში)

ავგუსტინ ბრუხლენი(დაქორწინდა 1946 წელს)
ჯილდოები

Nobel Prize.png ნობელის პრემია (1951)

Chevalier légion d'honneur 2.png საპატიო ლეგიონის ორდენი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონ ჟუო დაიბადა პანტინში, სენა-სენ-დენში, საფრანგეთში. პარიზის გარეუბნის რადიკალურად განწყობილ გარემოში აღიზარდა. ჟუოს მამა მუშაობდა ობერვილიეს ასანთის ქარხანაში, დიდი ხნის მანძილზე იტანჯებოდა თეთრი ფოსფორის ზემოქმედებით მიღებული დაზიანებებისგან, გახდა შრომისუუნარო. ჟუომ საშუალო სკოლა დაასრულა მაშინ, როდესაც მამამისის შემოსავალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და გაფიცვების გამო, შეწყდა. მან ქარხანაში სამსახური დაიწყო თექვსმეტი წლის ასაკში და მაშინვე გახდა პროფესიული კავშირის მნიშვნელოვანი ნაწილი. ოჯახურმა გამოცდილებამ ლეონ ჟუო ენთუზიასტ პროფესიულ კავშირელად ჩამოაყალიბა. 1900 წელს ჟუო შეუერთდა გაფიცვას თეთრი ფოსფორის გამოყენების წინააღმდეგ, რომელის გამოც მამამისი დაბრმავდა, ამის გამო ჟუო სამსახურიდან გაათავისუფლეს, სანამ კავშირის გავლენამ არ დააბრუნა იგი.

1906 წელს იგი არჩეულ იქნა ადგილობრივი კავშირის მიერ, როგორც შრომის გენერალური კონფედერაციის წარმომადგენელი (C.G.T. Confédération Générale du Travail ), სადაც მისი შესაძლებლობების წყალობით, ნათლად გამოჩნდა, რომ სწრაფად იზრდებოდა ორგანიზებული შრომის რიგებში. 1909 წლისთვის, ის გახდა დროებითი ხაზინადარი, და მალევე გახდა ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ამ პოზიციას იგი 1947 წლამდე იკავებდა. მისი მიზნები პროფესიულ კავშირში იყო ადრეული, შრომითი მოძრაობის მიზანთა მსგავსი - რვა საათიანი სამუშაო დღე, პროფკავშირის წარმომადგენლობისა და კოლექტიური გარიგების უფლება და ანაზღაურებადი შვებულების დღეები . სახალხო ფრონტის დროს, 1936 წლის მატიგნონის ხელშეკრულების თანახმად, რომლის ხელმომწერიც იყო ლეონ ჟუო, ბევრი, ამ უფლებათაგანი, მიენიჭა ფრანგ მუშაკებს.

მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში ჟუომ მოაწყო რამდენიმე, მასობრივი საპროტესტო აქცია და მისმა ორგანიზაციამ პროტესტი გამოთქვა ომის წინააღმდეგ. თუმცა, ომის დაწყებისთანავე ჟუო მხარს უჭერდა თავის ქვეყანას და თვლიდა, რომ ნაცისტური გერმანიის გამარჯვება, ევროპაში დემოკრატიის განადგურებამდე მიგვიყვანდა. ომის დროს იგი დააპატიმრეს და ჩასვეს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში .

ომის შემდეგ, ჟუო გამოეყო CGT კავშირს და ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიული მშრომელთა ძალა (CGT-FO). 1951 წელს მას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია . [1]

საერთაშორისო კონტექსტში, მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი იყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შექმნის საქმეში და იგი აირჩიეს მაღალ თანამდებობებზე საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციებში, მათ შორის პროფესიული კავშირების საერთაშორისო ფედერაციისა და მის მსგავს, ომისშემდგომ პროფესიული კავშირების მსოფლიო ფედერაციაში, მანამ სანამ ეს ერთობა არ გაიყო.

ლეონ ჟუო 1954 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dale, Leon A., Marxism and French Labor. New York, Vantage, 1956. Contains a long bibliography.
  • Jouhaux, Léon, The International Federation of Trade Unions and Economic Reconstruction. Amsterdam, IFTU, 1922.
  • Jonhaux, Léon, «The Work of the General Conference», International Labour Review, 5 (March, 1922) 381-384.
  • Lorwin, Val R., «France», in Walter Galenson, Comparative Labor Movements, pp. 313-410. New York, Prentice-Hall, 1952.
  • Lorwin, Val R., The French Labor Movement. Cambridge, Harvard University Press, 1954.
  • Lorwin, Val R., «The Struggle for Control of the French Trade-Union Movement, 1945-1949», in Modern France: Problems of the Third and Fourth Republics, ed. by E.M. Earle. Princeton, Princeton University Press, 1951.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]