პიესა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პიესა ბავშვების შესრულებით

პიესალიტერატურული ფორმა; დიალოგებზე აწყობილი დრამატული ნაწარმოები, როგორც წესი, კლასიკური სტილის, შექმნილი თეატრალური დადგმისთვის.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველესი ჩვენამდე მოღწეული ცნობა თეატრალური ღონისძიების შესახებ თარიღდება ძვ. წ. 2000 წლით — ძველეგვიპტურ მისტიურ ვნებათა დადგმების სახით. ღმერთი ოსირისის ისტორია ყოველწლიური ფესტივალის პერიოდში იდგმებოდა მთელი ცივილიზაციის განმავლობაში, რამაც დასაბამი დაუდო ხანგრძლივ ურთიერთობას თეატრსა და რელიგიას შორის.

დასავლურ კულტურაში პიესა სათავეს იღებს ძველ საბერძნეთში და პოპულარული იყო რომის პერიოდის ჩათვლით. პეისების პოპულარობა ჩაცხრა XVI საუკუნემდე, როდესაც ეს ჟანრი შექსპირმა ააღორძინა. მისი გავლენა ამ ლიტერატურულ ფორმასა და ზოგადად ინგლისურ ენაზე დღემდე საგრძნობია. სავარაუდოდ, შექსპირის შეტანილია ეს ფორმა ინგლისში, ვინაიდან 1500-იან წლებამდე ინგლისში პიესები საერთოდ არ დადგმულა და მხოლოდ მოხეტიალე ჯამბაზები ასრულებდნენ სცენებს აქაიქ.

აღმოსავლეთში პიესის ისტორია ძვ. წ. 1000 წლიდან იწყება ძველი ინდური თეატრის სანსკრიტის დრამატურგიით. ჩინური თეატრის უძველესი პიესები დაახლოებით ამავე პერიოდით თარიღდება. კაბუკის, ნოსა და კიოგენის იაპონური ფორმები XVII საუკუნით თარიღდება. შუასაუკუნეების ისლამურ სამყაროში ყველაზე პოპულარული პიესები იყო ვნებები, ცნობილი როგორც „თაზიია“, სადაც მსახიობები მაჰმადიანთა ისტორიის ეპიზოდებს დგამდნენ. შიითი მაჰმადიანების პიესები ალის ვაჟების ჰასან იბნ ალისა და ჰუსეინ იბნ ალის წამებას ასახავდა ყველაზე ხშირად. ცოცხალი საერო პიესები ცნობილი იყო, როგორც „ახრაია“, კარგად აღწერილი შუასაუკუნეების არაბულ ლიტერატურაში, თუმცა ისინი „თაზიიაზე“ ნაკლებად გავრცელებული იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]