მანე სიგბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მანე სიგბანი
შვედ. Karl Siegbahn
1924 Karl Manne Siegbahn.jpg
დაბ. თარიღი 3 დეკემბერი, 1886
დაბ. ადგილი ერებრე, შვედეთი
გარდ. თარიღი 26 სექტემბერი, 1978 (91 წლის)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი
დასაფლავებულია Engelbrecht Church[1]
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი[2]
სამეცნიერო სფერო ფიზიკა[3]
მუშაობის ადგილი ლუნდის უნივერსიტეტი[3] და უფსალის უნივერსიტეტი[3]
ალმა-მატერი ლუნდის უნივერსიტეტი
მეუღლე Karin Högbom[3]
შვილ(ებ)ი Kai Siegbahn და Bo Siegbahn
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიკაში[4] [5], ჰიუზის მედალი, ბიერკენის პრემია, რუმფორდის მედალი, გატრის ლექცია და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი

კარლ მანე გეორგ სიგბანი (შვედ. Karl Manne Georg Siegbahn; დ. 3 დეკემბერი, 1886 – გ. 26 სექტემბერი, 1978) — შვედი ფიზიკოსი, შვედური სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1922). ლუნდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (1911) იყო იოჰანეს რიდბერგის ასისტენტი, 1920-1923 წლებში ამ უნივერსიტეტის პროფესორი. 1923-1937 წლებში უფსალის უნივერსიტეტის პროფესორი. 1937 წლიდან შვეიცარიის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. უმთავრესად, მისი შრომები ეხება რენტგენის სხივების სპექტროსკოპიას (1912-1937) და ბირთვულ სპექტროსკოპიას (1937 წლიდან). დაამზადა მცირე სიგანის დიფრაქციული მესერი (1 მმ-ზე 1800 დანაყოფი), რომლის მეშვეობით გაზომა რბილი რენტგენის სხივების ტალღის სიგრძეები. სიგბანი ბირთვული სპექტროსკოპიის ფუძემდებელია. 1924 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში. 1933 წელს გახდა ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, ხოლო 1958 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]