სვანტე არენიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვანტე არენიუსი
Arrhenius2.jpg
დაბ. თარიღი 19 თებერვალი 1859(1859-02-19)[1][2][3]
დაბ. ადგილი ბალინგსტა ფერსამლინგი[3]
გარდ. თარიღი 2 ოქტომბერი 1927(1927-10-02)[4][2] (68 წელი)
გარდ. ადგილი სტოკჰოლმი, შვედეთი[5]
დასაფლავებულია უფსალის ძველი სასაფლაო[6]
მოქალაქეობა Flag of Sweden.svg შვედეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა და ქიმია
მუშაობის ადგილი რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი უფსალის უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი ოლოფ არენიუსი
ჯილდოები ფარადეის ლექციის პრიზი, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში, უილარდ გიბსის ჯილდო და Doctor honoris causa of the University of Edinburgh
Svante Arrhenius ვიკისაწყობში

სვანტე ავგუსტ არენიუსი (შვედ. Svante August Arrhenius; დ. 19 თებერვალი, 1859, ვეიკის მამული უფსალასთან — გ. 2 ოქტომბერი, 1927, სტოკჰოლმი) — შვედი ფიზიკოს-ქიმიკოსი, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1901). მრავალი ქვეყნის აკადემიებისა და სამეცნიერო საზოგადოების საპატიო წევრი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926-იდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1879 წელს დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. 1895 წლიდან იყო სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორი, 1905 წლიდან - ნობელის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია ელექტროლიტური დისოციაციის თეორიისა. სწავლობდა მჟავებისა და სხვა ელექტროლიტების განზავებული ხსნარების ელექტროგამტარობას და 1887 წელს დაასკვნა, რომ მათი მოლუკულები გახსნისას იშლება დამუხტულ ნაწილაკებად – იონებად (ანიონებად და კატიონებად). არენიუსს ეკუთვნის შრომები ქიმიურ კინეტიკაში. მან დაადგინა ქიმიური რეაქციის სიჩქარის ტემპერატურაზე დამოკიდებულება (1889), რომელსაც არენიუსის განტოლება ეწოდა. გამოიკვლია ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საკითხები. ითვლება ფიზიკური ქიმიის დარგის ერთ-ერთ დამაარსებლად. მისი იდეა სიცოცხლის ჩანასახების პლანეტიდან პლანეტაზე გადატანის შესახებ საკმაოდ აზრიანია და დღესაც განიხილება პანსპერმიის თეორიის მომხრეების მიერ. ფიქრობდა უნივერსალური ენის შემუშავებაზე ინგლისური ენის მოდიფიკაციის გზით.

მის სახელს ატარებს მთვარის კრატერი არენიუსი და სტოკჰოლმის უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიების ჯგუფი.

რაც შეეხება არენიუსის რელიგიურ შეხედულებებს, ის თავის თავს ათეისტად აცხადებდა. მოღვაწეობის მრავალმხრივობის გამო თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალად, „პოლიმათად“.

1903 წელს მიენიჭა ნობელის პრემია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Nobel Prize in Chemistry 1903 (Svante Arrhenius) შემოწმებული დეკემბერი 12 2014:
  2. 2.0 2.1 data.bnf.fr შემოწმებული ოქტომბერი 10 2015:
  3. 3.0 3.1 შემოწმებული დეკემბერი 7 2016:
  4. Аррениус Сванте Август, Аррениус Сванте Август // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 27 2015:
  5. Аррениус Сванте Август, Аррениус Сванте Август // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (1969–1978) შემოწმებული სექტემბერი 28 2015:
  6. Arrhenius, SvanteSvenskaGravar. შემოწმებული მარტი 20 2017: