ვესტფალია
გარეგნობა

ვესტფალია (გერმ. Westfalen) — ისტორიული რეგიონი გერმანიის ჩრდილო-დასავლეთში, მდინარეებს რაინსა და ვეზერს შორის. თავდაპირველად საქსების (ვესტფალების) დასავლეთ შტოს განსახლების ადგილი, საქსონიის საჰერცოგოს ნაწილი. ჰაინრიხ ლომის სიკვდილის (1180) შემდეგ დაიშალა ფეოდალურ სამფლობელოებად (ვესტფალიის საჰერცოგო, მიუნსტერის საეპისკოპოსო, ოსნაბრიუკი, პადერბორნი და სხვა). 1807 წელს ნაპოლეონ I-მა დააარსა ე. წ. ვესტფალიის სამეფო (მთავარი ქ. კასელი 1807-18013). 1815 წლიდან იყი პრუსიის პროვინცია (მთავარი ქ. მიუნსტერი). 1945 წლიდან შედიოდა ინგლისის საოკუპაციო ზონაში. ამჟამად ყოფილი ლიპეს მხარესთან (1947 წლამდე დამოუკიდებელი იყო) ერთად ქმნის ფედერალური მხარის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის აღმოსავლეთ ნაწილს და მოიცავს არნსბერგის, დეტმოლდისა და მიუნსტერის ოლქებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 383.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Internet-Portal Westfälische Geschichte დაარქივებული 2002-11-22 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Landschaftsverband Westfalen-Lippe დაარქივებული 2009-01-05 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Land of North Rhine-Westphalia (ინგლისური)
- Deutsches Kaiserreich: Provinz Westfalen დაარქივებული 2016-10-29 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)