შინაარსზე გადასვლა

ჰან კანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰან კანი
კორ. 한강
კორ. 韓江
დაბადების თარიღი 27 ნოემბერი, 1970(1970-11-27)[1] [2] [3] (55 წლის)
დაბადების ადგილი Gwangju[4]
საქმიანობა მწერალი, რომანისტი, ნოველისტი და პოეტი
ენა კორეული ენა
მოქალაქეობა  სამხრეთი კორეა
ალმა-მატერი იონსეის უნივერსიტეტი
ჟანრი ესე
Magnum opus ვეგეტარიანელი, ადამიანთა ქმედებები, ბერძნულის გაკვეთილები, თეთრი წიგნი და We Do Not Part
ჯილდოები 이상문학상[5] , მენ ბუკერის საერთაშორისო პრემია[6] [7] [8] , Premio Malaparte[9] [10] , Premio Arcebispo Xoán de San Clemente de novela estranxeira, Q137590278?[11] [12] , მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის[13] , ნობელის პრემია ლიტერატურაში[14] [15] და Ho-Am Prize in the Arts[10]
მეუღლე Yong-hee Hong
ხელმოწერა
საიტი han-kang.net

ჰან კანი (კორ. 한강; დ. 27 ნოემბერი, 1970, ქ. კვანჯუ, სამხრეთი კორეა) — კორეელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურაში (2024).

დაიბადა მწერლის ოჯახში. დაამთავრა იონსეს უნივერსიტეტის კორეული ენისა და ლიტერატურის განყოფილება (სეული, 1993). მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1993 წელს, პირველი მოთხრობა „მეწამული ღუზა“ — 1994 წელს, მოთხრობების პირველი კრებული „სიყვარული იონსეში“ — 1995 წელს. გამოქვეყნებული აქვს რომანები [„შავი ირემი“, 1998; „შენი ცივი ხელები“, 2002; „ვეგეტარიანელი“, 2007; „ქარი ქრის, წადი...“, 2010; „ბერძნულის გაკვეთილები“, 2011; „ბიჭი მოდის“ (ინგლისურ თარგმანში: „ადამიანთა ქმედებები“), 2014; „თეთრი“, 2016; „არ ვემშვიდობები“, 2021], მოთხრობებისა და ესების კრებულები.

განსაკუთრებული აღიარება მოუტანა რომანმა „ვეგეტარიანელი“ (2007; ბუკერის საერთაშორისო პრემია, 2016), რომელშიც მოთხრობილია მენტალური პრობლემების მქონე კორეელი ქალის და ოჯახთან და საზოგადოებასთან მისი ურთიერთობის ამბავი. 2024 წელს ჰან კანი გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველი სამხრეთკორეელი ლაურეატი „ღრმად ემოციური პოეტური პროზისთვის, რომელიც გვაჯახებს ისტორიულ ტრავმებს და აშიშვლებს ადამიანის ცხოვრების წარმავალობას“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  2. Babelio — 2007.
  3. Munzinger Personen
  4. “딸이 쓴 문장에 질투심이 동했다”...아버지 한승원 작가의 고백Maeil Business Newspaper.
  5. Han Kang, la tragédie sous la poésieChallenges.
  6. Koreanerin Han Kang gewinnt Booker-Preisშპიგელი.
  7. The Vegetarianბუკერის პრემია.
  8. Han Kang Wins Man Booker International Prize for Fiction With ‘The Vegetarian’ნიუ-იორკ ტაიმზი.
  9. Han Kang wins the Nobel for Literature: guest of Korean seminar in 2023 / Ca' Foscari University of Venice — 2024.
  10. 1 2 Han Kang
  11. La Coréenne Han Kang, lauréate du prix Émile Guimet 2024Livres Hebdo.
  12. https://www.guimet.fr/fr/prix-emile-guimet-de-litterature-asiatique-0
  13. 2023 / Lauréats / 9 Novembreმედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის.
  14. The Nobel Prize in Literature 2024შვედეთის აკადემია.
  15. https://api.nobelprize.org/2.1/laureate/1042