აჰმედ ზევეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აჰმედ ზევეილი
Ahmed Zewail HD2009 Othmer Gold Medal portrait.JPG
აჰმედ ზევეილი 2010 წელს
დაბ. თარიღი 26 თებერვალი, 1946
დაბ. ადგილი დამანჰური, ეგვიპტე
გარდ. თარიღი 2 აგვისტო, 2016(2016-08-02)
გარდ. ადგილი პასადენა, აშშ
მოქალაქეობა ეგვიპტელი
ამერიკელი
ეროვნება ეგვიპტელები
სამეცნიერო სფერო ქიმია
ფიზიკა
მუშაობის ადგილი კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტი
კალიფორნიის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ალექსანდრიის უნივერსიტეტი (ბაკალავრი, მაგისტრი)
პენსილვანიის უნივერსიტეტი
(ფილოსოფიის დოქტორი)
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[1] [2], ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, დევის მედალი[3] , ვოლფის პრემია ქიმიაში, NAS Award in Chemical Sciences, ალბერტ აინშტაინის მსოფლიო სამეცნიერო ჯილდო, პრისტლის მედალი[4] , King Faisal International Prize in Science, Order of the Nile, ტოლმანის ჯილდო, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, კარლ ცეისის პრემია, Honorary doctor of the University of Lausanne, მენდელის მედალი, ამერიკის ფიზიკის საზოგადოების წევრი, საპატიო დოქტორი, E. Bright Wilson Award in Spectroscopy, უელჩის პრემია ქიმიის დარგში, Herbert P. Broida Award[5] , ერლ პლაიერის პრემია მოლეკულურ სპექტროსკოპიაში[6] , ჰუმბოლდტის პრემია, საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, honorary doctor of the Peking University[7] და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი
საიტი cce.caltech.edu/people/ahmed-h-zewail

აჰმედ ზევეილი (26 თებერვალი, 1946 – 2 აგვისტო, 2016) − ეგვიპტელი-ამერიკელი მეცნიერი, ცნობილი როგორც ფემტოქიმიის მამა.[8] 1999 წელს ქიმიის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ფემტოქიმიაში მიღწეული წარმატებებისთვის და გახდა პირველი ეგვიპტელი ნობელიანტი, რომელმაც სამეცნიერო დარგში აღნიშნული პრემია მიიღო.

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰმედ ჰასან ზევეილი 1946 წლის 26 თებერვალს დაიბადა, დამანჰურში, ეგვიპტეში და დისუკში აღიზარდა.[9] ქიმიაში მეცნიერების ბაკალავრისა და მეცნიერების მაგისტრის წოდება ალექსანდრიის უნივერსიტეტში მიიღო. შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა და ფილოსოფიის დოქტორი წოდება პენსილვანიის უნივერსიტეტისგან მიიღო. მისი ხელმძღვანელი რობინ ჰოშტრასერი იყო.[10]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილოსოფიის დოქტორის წოდების მიღების შემდეგ ზევეილი ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტ მკვლევრად მოეწყო, სადაც მას ჩარლზ ბონირ ჰარისი ხელმძღვანელობდა.1982 წლის 5 მარტს ზევეილი აშშ-ის ნატურალიზებული მოქალაქე გახდა.[11] კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ზევეილი ულტრასრაფი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ფიზიკური ბიოლოგიის დირექტორი იყო.[12]

ქიმიკოსი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოში ირიცხებოდა. მრჩეველთა ჯგუფი პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სფეროებში საჯარო-პოლიტიკურ მმართველობითი კურსების განსაზღვრაში ეხმარებოდა.[13]

კვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზევეილი ფემტოქიმიის პიონერი იყო[14] [15] [16] − ქიმიურ რეაქციებს ფემტოწამების შუალედში შეისწავლიდა. ტალღოვანი ულტრასწრაფი ლაზერული ტექნიკის გამოყენებით (შედგება ულტრამოკლე ლაზერული ნათებისაგან) ქიმიური რეაქციების ძალიან მოკლე დროითი სკალების შესაბამისად შესწავლაა შესაძლებელი, იმდენად მოკლედ დროით, რომ შერჩეული ქიმიური რეაქციების ტრანზისტული მდგომარეობის ანალიზიც შესაძლებელია. სწორედ ამის გამო ზევეილი „ფემტოქიმიის მამადაა“ აღიარებული.[8]

პოლიტიკური საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 4 ივნისს, კაიროს უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ახალი სამეცნიერო საელჩო პროგრამის შესახებ განაცხადა, რომელიც „აშშ-სა და მთელი მსოფლიოს მუსლიმებს შორის ურთიერთობის ახალი დასაწყისის“ ნაწილი იქნებოდა. 2010 წლის იანვარში აჰმედ ზევეილი, ელიას ზერჰუნი და ბრიუს ალბერტსი პირველი მუსლიმი მეცნიერი ელჩები გახდნენ, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე მუსლიმი უმრავლესობის მქონე ქვეყნებს სტუმრობდნენ.[17]

2011 წლის საპროტესტო აქციების შემდეგ ზევეილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბრუნდებოდა. ზეიველი ეიმან ნურს, 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰოსნი მუბარაქის მეტოქეს შეუერთდა საკონსტიტუციო რეფორმის შესამუშავებლად. საპროტესტო აქციების შემდეგ ზევეილი მუბარაქის რეჟიმის შემდგომ სამხედრო რეჟიმსა და რევოლუციურ ახალგაზრდულ ჯგუფებს, როგორებიც იყო 6 აპრილის მოძრაობა და მოჰამედ ალ-ბარადეის ახალგაზრდა მხარდამჭერები შაუამავალი იყოდა დიდი პატივისცემა დაიმსახურა.[18]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს ზევეილმა დემა ფაჰამზე იქორწინა. მათ ოთხი შვილი: მაჰა, ამანი, ნაბილი და ჰენი ჰყავთ.[19]

გარდაცვალება და დაკრძალვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზევეილი 20016 წლის 2 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქიმიკოსმა კიბოს სძლია, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. სამხედრო დაკრძალვა კაიროში, 2016 წლის 7 აგვისტოს გაიმართა. დაკრძალვას პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პრემიერ-მინისტრი შერიფ ისმაილი, დიდი იმამი აჰმედ ალ-ტაიიბი, თავდაცვის მინისტრი, ყოფილი პრეზიდენტი ადლი მანსური, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იბრაჰიმ მაჰლაბი და გულის ექიმი მაგდი იაყუბიც დაესწრნენ.[20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1999/
  2. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  3. Award winners : Davy Medal
  4. https://www.acs.org/content/acs/en/funding-and-awards/awards/national/bytopic/priestley-medal.html
  5. https://www.aps.org/programs/honors/prizes/broida.cfm
  6. https://www.aps.org/programs/honors/prizes/plyler.cfm
  7. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/tnull_44386.html中华人民共和国教育部.
  8. 8.0 8.1 Browne, Malcolm W.. “Nobels for Fast Camera and Tying 2 Forces of Nature“, 13 October 1999. 
  9. Weil, Martin. (3 August 2016) Ahmed Zewail, Nobel laureate who sparked a 'revolution in chemistry,' dies at 70. წაკითხვის თარიღი: 9 August 2016
  10. Zewail, Ahmed. Autobiography. Nobelprize.org. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.
  11. Zewail, Ahmed (2003). Voyage Through Time: Walks of Life to the Nobel Prize. World Scientific, გვ. 214. ISBN 9789814338097. 
  12. Zewail, Ahmed. A Message from the Director. Physical Biology Center for Ultrafast Science and Technology, California Institute of Technology. წაკითხვის თარიღი: 8 August 2016
  13. President Obama Announces Members of Science and Technology Advisory Council. The White House. დაარქივებულია ორიგინალიდან - 12 February 2011. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011.
  14. Douhal, abderrazzak; Lahmani, Françoise; Zewail, Ahmed H. (1996). "Proton-transfer reaction dynamics". Chemical Physics 207 (2–3): 477–498. Bibcode 1996CP....207..477D. . ISSN 0301-0104.
  15. Pal, Samir Kumar; Zewail, Ahmed H. (2004). "Dynamics of Water in Biological Recognition". Chemical Reviews 104 (4): 2099–2124. . ISSN 0009-2665. PMID 15080722.
  16. Zewail, Ahmed H. (2000). "Femtochemistry: Atomic-Scale Dynamics of the Chemical Bond†". The Journal of Physical Chemistry A 104 (24): 5660–5694. Bibcode 2000JPCA..104.5660Z. . ISSN 1089-5639.
  17. Pellerin, Cheryl. (16 February 2010) First U.S. Science Envoys Begin Work in Muslim-Majority Countries. America.gov.
  18. Fahim, Kareem. “Military Offers Assurances to Egypt and Neighbors“, February 12, 2011. წაკითხვის თარიღი: 12 February 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 February 2011. 
  19. Ahmed Zewail, 1946–2016 | Caltech. California Institute of Technology (2 August 2016). წაკითხვის თარიღი: 2016-08-02
  20. Sisi heads mourners at military funeral for Egyptian Nobel Laureate Ahmed Zewail“, 7 August 2016.