ბრემენი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბრემენი Bremen | |||||
|
| |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | ბრემენი | ||||
| შიდა დაყოფა | Stadtbezirk 1 Mitte, Stadtbezirk 3 Ost, Stadtbezirk 2 Süd, Stadtbezirk 4 West და Stadtbezirk 5 Nord | ||||
| კოორდინატები | 53°04′33″ ჩ. გ. 8°48′27″ ა. გ. / 53.07583° ჩ. გ. 8.80750° ა. გ. | ||||
| ქალაქის მერი | Andreas Bovenschulte[1] | ||||
| ფართობი | 326.73 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 12 მ | ||||
| მოსახლეობა | 548,477 კაცი (2006) | ||||
| სიმჭიდროვე | 1,679 კაცი/კმ² | ||||
| აგლომერაცია | 1,511,198 | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| სატელეფონო კოდი | 0421 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 28001–28779 | ||||
| საავტომობილო კოდი | HB | ||||
| ოფიციალური საიტი | bremen.de | ||||
| ავტომობ. კოდი | HB | ||||
ბრემენი (ოფ. სახ. თავისუფალი ჰანზის ქალაქი ბრემენი; გერმ. Stadtgemeinde Bremen) — გერმანიის ყველაზე პატარა ფედერალური მიწის დედაქალაქი. VIII საუკუნის დასასრულს მეფე კარლოს დიდმა დააარსა ქალაქი, როგორც ეპისკოპოსის რეზიდენცია. XIII საუკუნეში ბრემენი შეუერთდა ჰანზას კავშირს და მიიღო თავისუფალი, საიმპერიო ქალაქის სტატუსი. ყველა ადამიანი, რომელიც მასში 1 წელსა და 1 დღეს იცხოვრებდა, ჩაითვლებოდა თავისუფალ მოქალაქედ. ბრემენი ექვემდებარებოდა მხოლოდ წმინდა რომის იმპერიის იმპერატორს. XVII საუკუნეში ბრემენი შეუერთდა შვედეთს. XVIII საუკუნეში იგი დაიპყრო ჰანოვერმა, 1810 წელს - საფრანგეთმა, ხოლო ნაპოლეონ ბონაპარტის ჯარებისგან ქალაქი გაათავისუფლა რუსეთის ჯარმა გერმანელი გენერლის, ბარონ ფრიდრიჰ კარლ ფონ კეტენბორნის სარდლობით. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ნაცისტებისგან გაწმინდეს ამერიკის სამხედრო დანაყოფებმა. 1955 წლამდე ბრემენის სანომრო ნიშნებზე იყო ასოები HB (ნაზას ქალაქი ბრემენი). ქალაქს ჰყავს საკუთარი სენატი, სენატის პრეზიდენტი, მინისტრები და ბურგერშაფტი (პარლამენტი). ბრემენის ერთ-ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობა - წმინდა პეტრეს ტაძარი დაჰყურებს ბრემენის მთავარ მოედანს თერთმეტი საუკუნეა. ქვის ტაძრის აშენება დაიწყო 1042 წელს, თუმცა მანამდე უკვე არსებობდა ხის მცირე ზომის ეკლესია. ბრემენის ცენტრალურ ქუჩაზე 600 წელზე მეტია დგას ბრემენის თავისუფლების სიმბოლო - რაინდ როლანდის ქანდაკება. როლანდი იყო კარლოს დიდის ერთ-ერთი ლეგენდარული რაინდი, უამრავი სხვადასხვა თქმულებისა თუ ზღაპრის გმირი. ბრემენში დგას მისი ათმეტრიანი ქანდაკება. ბრემენის მცხოვრებთათვის როლანდი არის საყვარელი გმირი. იგი ებრძოდა ეპისკოპოსს და გახდა ქალაქის თავისუფლების სიმბოლო. როლანდის ქანდაკების ფარზე გამოსახულია წმინდა რომის იმპერიის გერბი - ორთავა არწივი. ცისფერი ანგელოზი მის ქამარზე არის მისი თავადობის აღნიშვნა. როლანდის ფეხებს შორის მანძილი უდრიდა 1 ბრემენულ ელს. ბრემენის მერიის შენობაზე, რომელიც მეთხუთმეტე საუკუნეში აშენდა, თავიდან იყო თორმეტი მოციქულის ქანდაკება. შემდგომ ქანდაკებებზე წარწერები გადააკეთეს და მოციქულთა სახელების ნაცვლად დააწერეს საბერძნეთის ორატორთა და ფილოსოფოსთა სახელები.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბრემენი ტელეგადაცემა ”იხ ნრავი”-ზე დაარქივებული 2009-03-05 საიტზე Wayback Machine.