გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

Sozialdemokratische Partei Deutschlands
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია

Sozialdemokratische Partei Deutschlandsგერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია
ლიდერი ზიგმარ გაბრიელი
დაფუძნდა 23 მაისი, 1863 (ADAV)
7 აგვისტო, 1869 (SDAP)
27 მაისი, 1875 (შერწყმა)
იდეოლოგია სოციალ-დემოკრატია
ევროპული აკრედიტაცია ევროპის სოციალისტური პარტია
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
ფერები წითელი
შტაბ-ბინა Willy-Brandt-Haus D-10911 ბერლინი
ბუნდესტაგი
146 / 622
რეგიონული პარლამენტები
559 / 1,859
ევროპის პარლამენტი
23 / 99
www.spd.de

გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია (გერმნ. Die Sozialdemokratische Partei Deutschlands - SPD) — გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია, რომელიც მემარცხენე ცენტრისტული მიმართულებისაა. დაარსდა 1863 წლის 23 მაისს, როგორც საერთოგერმანული მუშათა ასოციაცია. კონსერვატიულ ქრისტიან–დემოკრატიულ კავშირთან ერთად არის ერთ–ერთი გერმანიის ორ ძირითად პარტიას შორის.

პარტიას 495 000 წევრი ჰყავს, რომელთა 31% ქალი არის. სოციალ–დემოკრატებს 146 წარმომადგენელი ჰყავს გერმანიის ბუნდესტაგში, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ პარლამენტის მეორე პალატაშიც ბუნდესრატშიც. პარტიას თავმჯდომარეობს ყოფილი გარემოს, ბუნებისდაცვისა და ატომური უსაფრთხოების მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. სოციალ–დემოკრატები გერმანიის 16 ფედერალური მხარიდან 7–ში მთავრობის მეთაურები არიან (მათ შორის ბერლინში, რაინლანდ-პფალცში, ბრანდერბურგში), დამატებით 3 მხარეში კი კოალიციის "უმცროსი მონაწილენი" არიან. პარტიასთან დაახლოვებული საერთაშორისო ფონდია – ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]