ისტორია: 1460 წლიდან შლეზვიგი და ჰოლშტაინი იყო დანიის მმართველობის ქვეშ მყოფი ორი საჰერცოგო. მოსახლეობის უმრავლესობას გერმანელები შეადგენდნენ. 1815 წელს ჰოლშტეინი რაინის კონფედერაციის წევრი გახდა. 1866 წელს პრუსიამ მიიერთა ორივე საჰერცოგო. 1920 წლის პლებისციტის საფუძველზე შლეზვიგის ჩრდილოეთი გადავიდა დანიის გამგებლობაში ჰადერსლევისა და ააბენრაას პროვინციების სახით.