როი ორბისონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როი ორბისონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი როი კელტონ ორბისონი
აგრეთვე ცნობილი როგორც The Caruso of Rock
The Big O
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1936
დაბ. ადგილი ვერნონი, ტეხასი, აშშ
გარდ. თარიღი 6 დეკემბერი, 1988 (52 წლის)
გარდ. ადგილი ჰენდერსონვილი, ტენესი, აშშ
დასაფლავებულია ვესტვუდის სასაფლაო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • ჰარმონიკა
აქტიური 1953-1988
ლეიბლ(ებ)ი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
საიტი royorbison.com
როი ორბისონი ვიკისაწყობში

როი კელტონ ორბისონი (ინგლ. Roy Kelton Orbison; დ. 23 აპრილი, 1936 — გ. 6 დეკემბერი, 1988) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელმაც პოპულარობას მიაღწია მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრისა და რთული მუსიკალური კომპოზიციების წყალობით.

ბავშვობა როი ორბისონმა გაატარა ტეხასის შტატში, სადაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში შეუდგა როკაბილისა და ქანთრი-ენდ-ვესტერნის შესრულებას. მან პირველი კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდია Sun Records-სთან გააფორმა 1956 წელს, მემფისში. 1959 წელს როიმ დატოვა ლეიბლი და გადავიდა Monument Records-ში. 1960-იანი წლების შუა პერიოდში მუსიკალურ ჰიტ-აღლუმ Billboard Top Forty-ში შევიდა მუსიკოსის 22 სინგლი, მათ შორის „Only the Lonely“, Crying“, „In Dreams“ და „Oh, Pretty Woman“.

1960-1964 წლებში მან გამოსცა 8 კომპოზიცია, რომელიც მოხდა ამერიკულ ტოპ-ათეულში. ინგლისშიც მომღერლის შემოქმედება დადებითად მიიღეს და მისმა სამმა სინგლმა („Only The Lonely“, „It's Over“ და „Oh, Pretty Woman“) ბრიტანული ჩარტების რიგებში პირველი ადგილები დაიკავა.[1]

1970-იან წლებში ორბისონის პოპულარობამ იკლო, თუმცა დაიწერა მუსიკოსის სინგლების რამდენიმე ქოვერ-ვერსია. ერთ-ერთი მათგანი შევიდა დევიდ ლინჩის ფილმის საუნდტრეკში. 1980-იან წლებში ორბისონი კვლავ დაუბრუნდა ფართო მუსიკალურ სცენას. 1987 წელს იგი შევიდა სუპერჯგუფის, Traveling Wilburys-ის შემადგენლობაში, სადაც ასევე შედიოდნენ ჯორჯ ჰარისონი, ბობ დილანი, ტომ პეტი და ჯეფ ლინი. ამავე წლებში მან გამოსცა ახალი სოლო ალბომი, რომელიც იქცა ერთ-ერთ კომერციულად წარმატებულად მისი კრიერის განმავლობაში. როი ორბისონი დაიღუპა თავისი დედის სახლში, გულის შეტევის შედეგად 1988 წლის 6 დეკემბერს, 52 წლის ასაკში.[2]

მომღერლის მელოდიური ხმის კომბინაციისა და რთული მუსიკალური არანჟირების წყალობით მისი მუსიკა შეადარეს ოპერას; მან ასევე მიიღო ფსევდონიმი „როკის კარუზო“.[3] ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ელვის პრესლი, ჯონ ლენონი და მიკ ჯეგერი, განიცადეს მისი გავლენა.[4]

ორბისონი 1987 წელს შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ასევე ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში. ჟურნალმა როლინგ სტოუნმა მუსიკოსს თავის სიაში „ყველა დროის უდიდესი შემსრულებელი“ 37-ე ადგილი მიუჩინა, ხოლო სიაში „ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი“ — 13-ე ადგილი (2008 წელს).[5] 2010 წლის 29 იანვარს, ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა როი ორბისონის ვარსკვლავი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Amburn, Ellis (1990). Dark Star: The Roy Orbison Story, Carol Publishing Group. ISBN 0-8184-0518-X
  • Brown, Tony; Kutner, Jon; Warwick, Neil (2000). Complete Book of the British Charts: Singles & Albums, Omnibus. ISBN 0-7119-7670-8
  • Clayson, Alan (1989). Only the Lonely: Roy Orbison's Life and Legacy, St. Martin's Press. ISBN 0-312-03961-1
  • Clayton, Lawrence and Sprecht, Joe, (eds.) (2003). The Roots of Texas Music, Texas A&M University Press. ISBN 1-58544-997-0
  • Creswell, Toby (2006). 1001 Songs: The Greatest Songs of All Time and the Artists, Stories, and Secrets Behind Them, Thunder's Mouth Press. ISBN 1-56025-915-9
  • DeCurtis, Anthony; Henke, James (eds.) (1992). The Rolling Stone Illustrated History of Rock & Roll, Random House. ISBN 0-679-73728-6

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. როი ორბისონი ბიოგრაფია[მკვდარი ბმული] როკის ენციკლოპედია. (რუსული)
  2. როი ორბისონის ბიოგრაფია დაარქივებული 2010-10-27 საიტზე Wayback Machine. რუსული არაოფიციალური საიტი როი ორბისონზე. დაარქივებულია 13 აგვისტო, 2010. (რუსული)
  3. Amburn, Ellis (1990). Dark Star: The Roy Orbison Story. Carol Publishing Group, გვ. 97. ISBN 081840518X. 
  4. Amburn, Ellis (1990). Dark Star: The Roy Orbison Story. Carol Publishing Group, გვ. 175, 193. ISBN 081840518X. 
  5. ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი: როი ორბისონი დაარქივებული 2015-12-29 საიტზე Wayback Machine. , როლინგ სტოუნის საიტი (2009). დაარქივებულია 3 ოქტომბერი, 2011.
  6. გრემის ჯილდოს მფლობელები, Grammy.com. დაარქივებულია 30 მაისი, 2009.
  7. როი ორბისონი, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი (2007). დაარქივებულია 21 მაისი, 2009.
  8. როი ორბისონი დაარქივებული 2011-09-16 საიტზე Wayback Machine. , ნეშვილის სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზი (2008). დაარქივებულია 30 მაისი, 2009.
  9. როი ორბისონი დაარქივებული 2009-01-30 საიტზე Wayback Machine. , სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზი (2009). დაარქივებულია 30 მაისი, 2009.
  10. Roy Orbison given Hollywood Walk of Fame star BBC News (30 იანვარი, 2010). დაარქივებულია 31 იანვარი, 2010.