პულიცერის პრემია
| პულიცერის პრემია | |
![]() პულიცერის ოქროს მედალი | |
| ჯილდო | ჟურნალისტიკა, მუსიკა, ლიტერატურა |
| წარადგენს | კოლუმბიის უნივერსიტეტი |
| ქვეყანა | აშშ |
| პირველად გადაეცა | 1917 |
| pulitzer.org | |
|---|---|

პულიცერის პრემია (ინგლ. Pulitzer Prize) — ამერიკული ჯილდო, რომელიც ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით ჟურნალისტიკაში. ჯილდო ასევე ენიჭება ლიტერატურული მიღწევებისა და მუსიკალური კომპოზიციებისთვის. პირველი პულიცერის პრემია მინიჭებულ იქნა 1917 წლის 4 ივნისს. ბოლო დროს ამ ჯილდოს ლაურეატებს ყოველი წლის აპრილში აცხადებენ.
პრემიის ლაურეატებს ასახელებს დამოუკიდებელი საბჭო, რომლის ოფიციალურ ადმინისტრირებას ახდენს კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში. ჯილდო დააფუძნა გვიანდელი მე-19 საუკუნის უნგრელი წარმოშობის ჟურნალისტმა და საგაზეთო გამომცემელმა, ჯოზეფ პულიცერმა. სახელ „პულიცერს“ ხშირად არასწორად გამოთქვამენ, როგორც „პიულიცერს“ (pew-litser). ზუსტი გამოთქმა, ჯილდოს ადმინისტრატორთა თანახმად, ისევე უნდა ჟღერდეს, როგორც ფრაზა „Pull it, sir“.
პრემია გაიცემა კატეგორიებში ჟურნალისტიკის, ხელოვნებისა და მწერლობის განხრით. ჟურნალისტიკაში ჯილდო მხოლოდ აშშ-ში მდებარე გაზეთებსა და ყოველდღიური ახალი ამბების ორგანიზაციებში დაბეჭდილ ან გამოცემულ რეპორტაჟებსა და ფოტოებს ენიჭება.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პულიცერის პრემია“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
