ლუინ დეივისის შიგნით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლუინ დეივისის შიგნით“
დამდგმელი რეჟისორი ძმები კოენები
პროდიუსერი სკოტ რუდინი, ძმები კოენები
სცენარის ავტორი ძმები კოენები
როლებში ოსკარ აიზეკი
ხმის ოპერატორი სკიპ ლივსეი, გრეგ ორლოვი, პიტერ კიურლენდი
ოპერატორი ბრუნო დელბონელი
მონტაჟი ძმები კოენები
სტუდია Mike Zoss Productions, Scott Rudin Productions, StudioCanal
დისტრიბუტორი CBS Films
გამოსვლის თარიღი 6 დეკემბერი, 2013
ხანგრძლივობა 105 წთ
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 11 მლნ
შემოსავალი $ 32 560 319

ლუინ დეივისის შიგნით (ინგლ. Inside Llewyn Davis) — ძმები კოენების 2013 წლის ფილმი. ფილმი აღწერს გამოგონილი ფოლკ-მუსიკოსის, ლიუინ დეივისის ყოფას. ის ეძღვნება ცნობილ ამერიკელ ფოლკ-მუსიკოს დეივ ვან რონკს და დაფუძნებულია მის მემუარებზე, რომელიც 2005 წელს გამოსცა. ფილმმა მიიღო კანის კინოფესტივალის გრან პრი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება ნიუ-იორკში 1950-იანი წლების ბოლოს. ლუინ დეივისი ნიჭიერი ფოლკ-მომღერალია კუინზიდან. მას თავი გრინვიჩ ვილიჯის კლუბებში გამოსვლითა და რადიო ჩაწერებით გააქვს. დეივისი უსახლკარო და უფულოა, სიყვარულშიც არ უმართლებს და ოჯახთანაც კავშირი თითქმის გაწყვეტილი აქვს. ღამეს ებრაელი მეგობრის ოჯახში ათევს, სანაცვლოდ კი მათ კატას უვლის, მიუხედავად იმისა, რომ კატებს ვერ იტანს.

თავის დროზე დეივისმა პარტნიორთან ერთად სიმღერა ჩაწერა, რომელიც ჰიტად იქცა. შემდეგ მისი პარტნიორი ვაშინგტონის ხიდიდან გადახტა და თავი მოიკლა. ლუინი დეპრესიული და უხეში გახდა. დეივისს მხოლოდ ერთი ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელსაც სახელად ,,ლუინ დეივისის შიგნით’’ ჰქვია. ალბომი დეივისმა მოხუცი აგენტის, მელის მეშვეობით ჩაწერა. დეივისის იმედი ჩიკაგოში მყოფი პროდიუსერი ბად გროსმანია. დეივისი მასთან მიემგზავრება, რათა ალბომი მოასმენინოს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის ინსპირაცია იყო დეივ ვან რონკის 2005 წელს გამოსული მემუარები. რონკმა 1963 წელს გამოუშვა ალბომი Inside Dave Van Ronk. მასზე გამოსახული იყო თავად ვან რონკი კატასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი ლუინ დეივისი გამოგონილია, ფილმში გრინვიჩ ვილიჯში არსებული რეალური კლუბებია ნაჩვენები Gaslight Cafe და Gerde`s Folk City. ასევე რეალური პროტოტიპები ჰყავდათ ლუინის მეგობრებს, ჯიმსა და ჯინს. ეს იყო 1960-იანებში რეალურად არსებული დუეტი ჯიმი და ჯინი, რომელიც შედგებოდა ჯიმ გლოვერისა და ჯინ რეისაგან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანის 2013 წლის ფესტივალზე ფილმი გრან-პრით დაჯილდოვდა და ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოზე. ფილმმა მიიღო ოსკარის ორი და ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს სამ-სამი ნომინაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]