მარკ ნოპფლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ ნოპფლერი
Markknopfler20061.jpg
მარკ ნოპფლერი 2006 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკ ფროიდერ ნოპფლერი
დაიბადა 12 აგვისტო, 1949 (1949-08-12) (67 წლის)
გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი როკი
რუტს-როკი
კელტური როკი
კანტრი-როკი
ბლუზ-როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, კინომუსიკის ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი
აქტიური 1965–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Vertigo, Mercury, Warner
ასოციაციები Dire Straits
The Notting Hillbillies
ჩეტ ეტკინსი
ემილუ ჰარისი
ბობ დილანი
ერიკ კლეპტონი
სონი ლენდრეთი
საიტი markknopfler.com
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Stratocaster
Pensa Custom MKII
Steinberger GL-2
Gibson Les Paul
Danelectro Shorthorn
Fender Telecaster

მარკ ფროიდერ ნოპფლერი (ინგლ. Mark Knopfler, დ. 12 აგვისტო 1949) — ბრიტანეთის იმპერიის ორდენოსანი, შოტლანდიელ-ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, გიტარისტი, მუსიკალური პროდიუსერი და კინოფილმების მუსიკის ავტორი. იგი ყველაზე კარგად ცნობილია, როგორც როკ-ჯგუფ Dire Straits-ის წამყვანი ვოკალისტი, ლიდერი და გიტარისტი. ჯგუფი ძმასთან, დევიდ ნოპფლერთან ერთად, 1977 წელს დააარსა.

1995 წელს Dire Straits-ის დაშლის შემდეგ ნოპფლერმა ჩაწერა რვა სოლო ალბომი, მრავალ წარმატებულ სიმღერასთან ერთად.[1] იგი არის ცხრა კინოფილმის მუსიკის ავტორი. მათ შორის არის ფილმები „ადგილობრივი გმირი“ (1983), „კელი“ (1984), „პატარძალი პრინცესა“ (1987), „ძაღლის კუდის ქიცინი“ (1997) და „ალტამირა“ (2016).[2]

Dire Straits-ის და სოლო შემოქმედების გარდა, მარკი წარსულში თანამშრომლობდა სხვა აღსანიშნავ მუსიკოსებთან. მათ შორის არიან: ბიბი კინგი, ჩეტ ატკინსი, კრის ბოტი, The Chieftains, ერიკ კლეპტონი, ბობ დილანი, ელტონ ჯონი, ბრაიან ფერი, ემილუ ჰარისი, ჯულს ჰოლანდი, სონი ლანდრეთი, ფილ ლინოტი, ვენ მორისონი, Steely Dan, სტინგი და ჯეიმზ ტეილორი. ნოპფლერი ხშირად მონაწილეობდა ამა თუ იმ სიმღერის თუ ალბომის ჩაწერაში სესიური მუსიკოსის სახით. იყო ტინა ტერნერის, ბობ დილანის და რენდი ნიუმენის ალბომების პროდიუსერი.

ნოპფლერი ცნობილია, როგორც გიტარაზე თითებით შესრულების მოყვარული. Rolling Stone-ის ყველა დროის 100 უდიდესი გიტარისტის სიაში იგი 27-ე ადგილს იკავებს.[3] მთლიანობაში გაყიდულია მარკისა და Dire Straits-ის ალბომების 120 მილიონზე მეტი ასლი.[4][5] ოთხი გრემის მფლობელი ნოპფლერი აგრეთვე ფლობს ედისონის ჯილდო, სტაიგერის ჯილდოს და აივორ ნოველოს ჯილდოს, ისევე, როგორც ბრიტანეთის უნივერიტეტებში მუსიკის სფეროში დოქტორის სამ წოდებას.[6][7]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკი დაიბადა ინგლისელი დედისა და უნგრელი ებრაელი მამის ოჯახში. ეს უკანასკნელი საქმიანობით არქიტექტორი იყო, რომელიც ამავე დროს კომუნისტებს უჭერდა მხარს. ამიტომ მან დატოვა უნგრეთი. ოჯახი თავდაპირველად შოტლანდიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ნიუკასლში გადავიდა. იქ მარკი და მისი ძმა დევიდი გოსფორთის გრამატიკულ სკოლაში დადიოდნენ. ინსტრუმენტებიდან მარკს იმ პერიოდში ფლამინგოს ტიპის ვარდისფერი ფენდერ სტრატოკასტერი მოსწონდა. ისევე, როგორც ბევრმა თანატოლმა, მარკმა ჩამოაყალიბა საკუთარი ჯგუფი, რომელშიც უკრავდა ცნობილი მუსიკოსების სიმღერების ქავერ-ვერსიებს (მათ შორის - ჩეტ ატკინსის, რომელთანაც წლების შემდეგ ნოპფლერმა ალბომიც კი ჩაწერა). 16 წლის ასაკში იგი მეგობართან ერთად გამოჩნდა ტელეეთერში,

1967 წელს მარკმა შეისწავლა ჟურნალისტიკა. კურსის დასასრულს მან დაიწყო მუშაობა ლიდსში, ახალგაზრდა რეპორტიორის სახით. ორი წლის შემდეგ მან დაამთავრა სწავლა ლიდსის უნივერსიტეტში. რეპორტიორის სამუშაოს მან თავი დაანება და, მუსიკაში კარიერის გაგრძელების მიზნით, გამოდიოდა სხვადასხვა პაბებში. პარალელურად ის ლაფტონის კოლეჯში ლექციებს კითხულობდა. რამდენიმე ჯგუფში დაკვრის შემდეგ მან საკუთარი დემო-კომპოზიცია, Summer's Coming My Way ჩაწერა.

ლონდონში გადასვლასთან ერთად ის მოხვდა ჯგუფში Brewers Droop და მათ ალბომზე The Booze Brothers. ერთ-ერთ საღამოს მან საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ არ შეუძლია გიტარაზე დაკვრის დროს მედიატორის გამოყენება. მისივე თქმით, 'სწორედ მაშინ იპოვა მან თავისი ხმა გიტარაში'. მას ძმას, დევიდს, ამ დროს უკვე საკუთარი ჯგუფი, Café Racers ჰყავდა, მაგრამ დევიდის მეშვეობით მარკმა გაიცნო ჯონ ილსლი, გიტარისტი, რომელიც ბას-გიტარაზე გადაერთო. ის მოგვიანებით იქცა Dire Straits უცვლელ წევრად.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Dire Straits[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Dire Straits-ის დისკოგრაფია.

სოლო-ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
საუნდტრეკები
ერთობლივი ალბომები
როგორც პროდიუსერი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Knopfler, Mark. (2005–2013) Mark Knopfler. Discography of studio albums. Mark Knopfler.com. წაკითხვის თარიღი: 30 May 2013.
  2. Mark Knopfler Biography. The Biography Channel. წაკითხვის თარიღი: 4 March 2008.
  3. The 100 Greatest Guitarists of All Time:Mark Knopfler. Rolling Stone (18 September 2003). წაკითხვის თარიღი: 26 April 2013.
  4. About John Illsley. John Illsley Website. წაკითხვის თარიღი: 1 July 2009.
  5. Dire Straits given plaque honour“, BBC, 4 December 2009. წაკითხვის თარიღი: 16 October 2011. 
  6. Sunderland honours Sultan of Swing. University of Sunderland. წაკითხვის თარიღი: 28 November 2013.
  7. Third Honorary Degree. Mark Knopfler Official Website. წაკითხვის თარიღი: 15 October 2011.