ფრეიზერ სტოდარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრეიზერ სტოდარტო
Nobel Laureates 0953 (31117136180).jpg
დაბ. თარიღი 24 მაისი, 1942 (1942-05-24) (77 წლის)
დაბ. ადგილი ედინბურგი, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო
მოქალაქეობა აშშ, გაერთიანებული სამეფო
სამეცნიერო სფერო MIMAs
მუშაობის ადგილი ქვინსის უნივერსიტეტი (1967–70)
შეფილდის უნივერსიტეტი (1970–1990)
ბირმინგემის უნივერსიტეტი (1990–1997)
კალიფორნიის უნივერსიტეტი (ლოს-ანჯელესი) (1997–2008)
ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტი (2008– )
ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (2019– )
ალმა-მატერი ედინბურგის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები ალბერტ აინშტაინის მსოფლიო სამეცნიერო ჯილდო, King Faisal International Prize in Science, ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში[1] [2], დევის მედალი[3] , სამეფო საზოგადოების წევრი, Fellow of the Royal Society of Chemistry, ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრი, რაინდი-ბაკალავრი, Arthur C. Cope Award, ISNSCE Nanoscience Prize[4] [5] , ასწლეულის პრემია, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
საიტი stoddart.northwestern.edu

სერ ჯეიმზ ფრეიზერ სტოდარტი (ინგლ. James Fraser Stoddart; დ. 24 მაისი, 1942)[6]შოტლანდიელი ქიმიკოსი. აშშ-ის ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის სტოდარტის მექანოსტერეოქიმიის ჯგუფის ხელმძღვანელი.[7] მეცნიერეის საკვლევი სფეროები მოიცავს სუპრამოლეკულურ ქიმიასა და ნანოტექნოლოგიას. სტოდარტმა განავითარა მექანიკურად შიდაჩაკეტილი მოლეკულური არქიტექტურების ეფექტური სინთეზი, როგორიცაა ბორომეოს მოლეკულური ბეჭდები, კატენანი და როტაქსანი, რომლებიც მოლეკულური ხელახლა შემეცნებისა და მოლეკულური თვითშეკრების პროცესებისთვის გამოიყნება. ეს სტრუქტურები სტოდარტის ჯგუფმა ნანოელექტრონული მოწყობილობებისა და ნანოელექტრომექანიკური სისტემების გამოყენებით შეიმუშავა.[8] მეცნიერის მიღწევები არაერთი საერთაშორისო ჯილდოთია აღიარებული, მათ შორის მეფე ფეისალის საერთაშორისო პრიზით მეცნიერებაში (2007).[9][10] 2016 წელს სტოდარტმა ბერნარდ ფერინგასთან და ჟან-პიერ სავაჟთან ერთად მოლეკულური მანქანების შექმნისა და სინთეზისთვის ნობელის პრემია მიიღო ქიმიის დარგში.[11][12][13][14][15]

ადრეული წლები და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეიზერ სტოდარტი 1942 წლის 24 მაისს ედინბურგში დაიბადა. ის ფერმერმა ედჯლოუ ფერმმა პატარა თემში აღზარდა, რომელიც 3 ოჯახისაგან შედგებოდა. დაწყებითი განათლება ადგილობრივ სოფლის სკოლაში, კერინგტონში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ედინბურგში, მელვილის კოლეჯში განაგრძო.[16][17] 1964 წელს მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მიიღო, ხოლო 1967 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი - ედინბურგის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს სტოდარტი როგორც კვლევის ეროვნული საბჭოს წევრი კანადაში, ქვინსის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტ წევრად გაემგზავრა. 1978 წელს Imperial Chemical Industries-ის ლაბორატორიაში პირველად დაიწყო მექანიკურად შიდაჩაკეტილი მოლეკულების შესწავლა, რომლებიც საბოლოოდ მოლეკულურ მანქანებად აქცია. იმავე წელს როგორც სამეცნიერო კვლევების საბჭოს უფროსი წევრი, კალიფორნიის (ლოს-ანჯელესი) უნივერსიტეტს ეწვია. 1981 წელს სტოდარტი შეფილდში დაბრუნდა, სადაც 1982 წელს დააწინაურეს.

1980 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში მეცნიერების დოქტორის ხარისხი მოიპოვა მოლეკულების მიღმა სტერეოქიმიური კვლევებისთვის. 1993-1997 წლებში ის ბირმინგემის უნივერსიტეტის ქიმიის სკოლის ხელმძღვანელი იყო.

35 წლის მანძილზე სტოდარტმა 300-მდე ფილოსოფიის დოქტორსა და პოსტდოქტორანტ მკვლევარს უხელმძღვანელა.[16]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტოდარტი ამერიკისა და ბრიტანეთის მოქალაქეა. 1968 წელს იქორწინა ნორმა აგნეს სქოლანზე.[18] მეუღლე 2004 წელს კიბოთი გარდაეცვალა.[19] ჰყავს ორი ქალიშვილი. ნორმა სტოდარტი ბიოქიმიის ფილოსოფიის დოქტორი იყო და ქმარს შეფილდის, ბირმინგემისა და ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტებში კვლევებში ეხმარებოდა. [20]

ფრეიზერ და ნორმა სტოდარტების პრიზი ფილოსოფიის დოქტორთათვის მათმა ალმა მატერმა, ედინბურგის უნივერსიტეტმა დააწესა.[21] პრიზი პირველად 2013 წელს გაიცა.[22]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს სტოდარტი ელიზაბეთ II-მ რაინდ-ბაკალავრად დანიშნა.[23][24] 2007 წელს სტოდარტი მეცნიერებაში ალბერტ აინშტაინის მსოფლიო ჯილდოს მფლობელი გახდა.[25]

ფრეიზერ სტოდარტი უამრავი საერთაშორისო ჯილდოსა და პრიზის მფლობელია. 2004 წელს მან ნაგოიას ოქროს მედალი მოიპოვა ორგანულ ქიმიაში, 2007 წელს კი ტეტრაჰედრონის პრიზი გადაეცა. იმავე წელს შოტლანდიელი მეცნიერი მეცნიერებაში ალბერტ აინშტაინის მსოფლიო ჯილდოსა და ნანოტექნოლოგიაში ფეინმენის პრიზის მფლობელი გახდა. 2008 წელს ამერიკის ქიმიის საზოგადოებისგან არტურ კოუპის ჯილდო გადაეცა, ხოლო ლონდონის სამეფო საზოგადოებისგან დეივის მედალი. 2 წლის შემდეგ მეცნიერი ედინბურგის სამეფო საზოგადოების სამეფო მედლით დაჯილდოვდა.

წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მეცნიერების ეროვნული აკადემია, აშშ, 2014[26]
  • ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკის აკადემია, აშშ, 2012[27]
  • ქიმიის სამეფო საზოგადოება, საპატიო წევრი, გაერთიანებული სამეფო, 2011[28]
  • ედინბურგის სამეფო საზოგადოება, საპატიო წევრი, გაერთიანებული სამეფო, 2008[29]
  • ნიდერლანდების ხელოვნებისა და მეცნიერების სამეფო აკადემიის სამეცნიერო განყოფილება, უცხოელი წევრი, ჰოლანდია, 2006[30]
  • მეცნიერების წინსვლის ამერიკის ასოციაცია, აშშ, 2005[31]
  • ლეოპოლდინას მეცნიერებათა აკადმია, გერმანია, 1999[32]
  • ლონდონის სამეფო საზოგადოება, გაერთიანებული სამეფო, 1994[33]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Nobel Prize in Chemistry 2016 — 2016.
  2. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  3. Award winners : Davy Medal
  4. https://isnsce.org/awards/the-nanoscience-prize/
  5. http://www.cs.duke.edu/FNANO17/nano_award.html
  6. STODDART, Sir (James) Fraser, online Oxford University Press, Who's Who, A & C Black an imprint of Bloomsbury Publishing plc.  (ფასიანი რეგისტრაცია)
  7. Nanotechnology Star Fraser Stoddart to Join Northwestern. NewsCenter. Northwestern University (2007-08-16).
  8. A. Coskun, J. M. Spruell, G. Barin, W. R. Dichtel, A. H. Flood, Y. Y. Botros, J. F. Stoddart. Chem. Soc. Rev., 2012, 41 (14), 4827–59.
  9. "Stoddart Wins King Faisal International Prize". Chemical & Engineering News 85 (12): 71. 19 March 2007. http://cen.acs.org/articles/85/i12/Stoddart-Wins-King-Faisal-International.html?type=paidArticleContent. წაკითხვის თარიღი: 26 May 2016.
  10. Fraser Stoddart is awarded the 2007 King Faisal International Prize for Science (17 January 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან - 10 February 2007.
  11. Staff. “The Nobel Prize in Chemistry 2016“, Nobel Foundation, 5 October 2016. წაკითხვის თარიღი: 5 October 2016. 
  12. 3 Makers of 'World's Smallest Machines' Awarded Nobel Prize in Chemistry“, New York Times, 5 October 2016. წაკითხვის თარიღი: 5 October 2016. 
  13. Davis, Nicola; Sample, Ian. (2016-10-05) live. წაკითხვის თარიღი: 2016-10-05.
  14. The Nobel Prize in Chemistry 2016
  15. Van Noorden, Richard; Castelvecchi, Davide (2016). "World's tiniest machines win chemistry Nobel". Nature 538 (7624): 152–153. Bibcode 2016Natur.538..152V. . PMID 27734892.
  16. 16.0 16.1 Capecelatro, Alex N. (2007). "From Auld Reekie to the City of Angels, and all the Meccano in between: A Glimpse into the Life and Mind of Sir Fraser Stoddart". The UCLA USJ 20. http://stoddart.northwestern.edu/Interviews/Interview1.pdf.
  17. It's all Kids Stuff. Daniel Stewart's and Melville College Former Pupils Club (December 2014). წაკითხვის თარიღი: 29 July 2015
  18. Norma Stoddart (Obituary)“, The Scotsman, 16 February 2004. წაკითხვის თარიღი: 27 May 2016. 
  19. Sir J. Fraser Stoddart – Facts. წაკითხვის თარიღი: 18 November 2018
  20. Obituary - Norma Agnes Stoddart (14 January 2004). წაკითხვის თარიღი: 18 November 2018
  21. Alumnus Presents New Prize for PhD Students. წაკითხვის თარიღი: 27 May 2016.
  22. First Ever Fraser and Norma Stoddart Prize. წაკითხვის თარიღი: 24 May 2013.
  23. Marcus, Jennifer. UCLA's J. Fraser Stoddart Adds Knight Bachelor to His List of Honors (4 January 2007).
  24. Ma'am to the Rescue. Stoddart Mechanostereochemistry Group (2007-06-13). წაკითხვის თარიღი: 2009-01-19.
  25. Prof. Sir Fraser Stoddart. წაკითხვის თარიღი: 6 October 2016.
  26. Sir J. Fraser Stoddart, Professor Emeritus of Chemistry and Biochemistry at UCLA, has been elected to the National Academy of Sciences (NAS) (1 May 2014).
  27. Anyaso, Hilary Hurd. Faculty Members Named AAAS Fellows (18 April 2012).
  28. Who our members are. წაკითხვის თარიღი: 27 May 2016.
  29. Directory 2016/2017. წაკითხვის თარიღი: 27 May 2016.
  30. J.F. Stoddart. Royal Netherlands Academy of Arts and Sciences. წაკითხვის თარიღი: 14 February 2016.
  31. UCLA Members of the American Association for the Advancement of Science. წაკითხვის თარიღი: 26 May 2016.
  32. List of Members: Sir J. Fraser Stoddart. წაკითხვის თარიღი: 26 May 2016.
  33. Anon. (1994)Sir James Stoddart FRS. Royal Society. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-08-15. One or more of the preceding sentences incorporates text from the royalsociety.org website where:
    All text published under the heading 'Biography' on Fellow profile pages is available under Creative Commons Attribution 4.0 International License." --Royal Society Terms, conditions and policies. დაარქივებულია ორიგინალიდან - 25 September 2015. წაკითხვის თარიღი: 2016-03-09.