ტინა ტერნერი
ტინა ტერნერი | |
---|---|
როკის დედოფალი | |
![]() | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ანა მეი ბულოკი |
დაბ. თარიღი | 26 ნოემბერი, 1939 |
დაბ. ადგილი | Nutbush, ტენესი |
წარმოშობა | ნატბუში, ტენესი, აშშ |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები |
ჟანრ(ებ)ი |
როკ-მუსიკა პოპი სოული როკ ენ როლი რითმ ენდ ბლუზი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოცეკვავე, მსახიობი |
აქტიური | 1958–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Capitol, EMI, Parlophone, Virgin |
ასოციაციები | Ike & Tina Turner |
ჯილდოები | კენედის ცენტრის პრემია[1], MOBO Awards[2] , ამერიკული მუსიკის დაჯილდოება[3] და გრემის დაჯილდოება[4] |
საიტი | tinaturnerofficial.com |
ტინა ტერნერი ვიკისაწყობში |
ტინა ტერნერი (ნამდვილი სახელი, ანა მეი ბულოკი, დ. 26 ნოემბერი, 1939) — ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი, რომლის კარიერა 50 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.
ტინას მუსიკალური კარიერა დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“ (1977). სოლო-კარიერის დაწყებით მან განიმტკიცა სახელი მუსიკალურ სამყაროში, რასაც ხაზი გაესვა წარმატებული დისკით Private Dancer (1984).
მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.
როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50 წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.
დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Tina Turns the Country On! (1974)
- Acid Queen (1975)
- Rough (1978)
- Love Explosion (1979)
- Private Dancer (1984)
- Break Every Rule (1986)
- Foreign Affair (1989)
- Wildest Dreams (1996)
- Twenty Four Seven (1999)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]