ოქროს გლობუსი
Jump to navigation
Jump to search
ოქროს გლობუსი (ინგლ. Golden Globe) — ამერიკული კინოპრემია, რომელსაც ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აწესებს 1944 წლიდან კინო- და ტელეფილმებისთვის.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოქროს გლობუსის დაჯილდოების პირველი ცერემონია 1944 წელს გაიმართა 20th Century Fox-ის სტუდიაში. ცერემონიის გამართვის ადგილი შემდგომში რამდენიმეჯერ შეიცვალა.[1]
1950 წელს, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური საპატიო პრიზი, რომლითაც ცნობილი მოღვაწეები ჯილდოვდებოდნენ კინო-ინდუსტრიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. პირველად, ის სესილ დემილს გადაეცა (1952), რის შემდეგაც ეს პრიზი მის სახელს ატარებს.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ History of the Golden Globes. GoldenGlobes.org. ციტირების თარიღი: 2012-12-27.
- ↑ Cecil B. DeMille Award. GoldenGlobes.org. ციტირების თარიღი: 2012-12-27.