სტივი უანდერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სტივი უანდერი
Stevie Wonder June 30, Montreal.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი
მეტსახელი სტივლენდ ჰარდუეი მორისი (იურიდიული)
პატარა სტივი უანდერი (სასცენო, ადრეული)
დაიბადა 13 მაისი, 1950 (1950-05-13) (68 წლის)
საგინოუ, მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • მუსიკალური პროდიუსერი
  • მულტი-ინსტრუმენტალისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • კლავიშებიანი საკრავები
  • ჰარმონიკა
  • დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1961–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
ასოციაციები
საიტი steviewonder.net

სტივენ ჰარდუეი მორისი (დ. სტივლენდ ჰარდუეი ჯადკინსი, 13 მაისი, 1950),[1], უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით სტივი უანდერი (ინგლ. Stevie Wonder) — ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მულტი-ინსტრუმენტალისტი. ვუნდერკინდი სტივი ითვლება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და კომერციულად წარმატებულ ერთ-ერთ მუსიკოსად.[2] მისი კარიერა დაიწყო 11 წლის ასაკში, როდესაც Motown-ის ლეიბლ Tamla-სთან კონტრაქტი გააფორმა[2]. უანდერი სახელი Motown-ს დღემდე უკავშირდება. მუსიკოსი დაბადებიდან მცირე პერიოდის შემდეგ სამუდამოდ დაბრმავდა.[3]

სტივის ცნობილ და პოპულარულ სინგლებს შორის არის „Signed, Sealed, Delivered I'm Yours“, „Superstition“, „Sir Duke“, „You Are the Sunshine of My Life“ და „I Just Called to Say I Love You“, ხოლო ალბომებიდან ყველაზე ცნობილია Talking Book, Innervisions და Songs in the Key of Life.[2] მის მიერ ჩაწერილი სიმღერებიდან 30-ზე მეტი აშშ-ის ჩარტების ათეულში მოხვდა და მიიღო 25 გრემი. მსოფლიოში გაყიდულია უანდერის 100 მილიონზე მეტი დისკი, რითაც იგი 60 ყველაზე გაყიდვადი შემსრულებლის სიაშიც შედის.[4] სტივი აგრეთვე ცნობილია, როგორც პოლიტიკური აქტივისტი. იგი მონაწილეობდა 1980 წლის კამპანიაში, რომლის ინიციატორებიც ითხოვდნენ, მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს მინიჭებოდა დღესასწაულის სტატუსი.[5] 2009 წელს სტივი გახდა გაერთიანებული ერების მშვიდობის დესპანი.[6] 2013 წელს „ბილბორდმა“ დაბეჭდა ყველა დროის შემსრულებლების საიუბილეო ასეული, რომელშიც უანდერი მეექვსე ადგილს იკავებდა[7].

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლავი, დენის; ბრაუნი, სტეისი (2007) Blind Faith: The Miraculous Journey of Lula Hardaway, Stevie Wonder's Mother. Simon & Schuster. 
  2. 2.0 2.1 2.2 პერონი, ჯეიმზ ე. (2006). The Sound of Stevie Wonder: His Words and Music. Greenwood Publishing, გვ. xi–xii. 
  3. Stevie Wonder: Blind faith“, The Independent, July 12, 2008. წაკითხვის თარიღი: July 29, 2008. 
  4. დობუზინსკისი, ალექს. “Stevie Wonder embarks on "magical" summer tour“, Reuters, June 20, 2008. წაკითხვის თარიღი: September 16, 2011. 
  5. პერონი, ჯეიმზ ე. (2006). The Sound of Stevie Wonder: His Words and Music. Greenwood Publishing, გვ. 83. 
  6. Singer-songwriter Stevie Wonder designated UN Messenger of Peace. United Nations (December 1, 2009). წაკითხვის თარიღი: April 27, 2010.
  7. Hot 100 55th Anniversary by the Numbers: Top 100 Artists, Most No. 1s, Biggest No. 2s & More. Billboard. წაკითხვის თარიღი: April 15, 2015.