კანტრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ქანთრი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანტრი (ინგლ. Country), მეორე სახელწოდება კანტრი ენდ უესტერნ (ინგლ. country and western) (შემოკლებით С & W) — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ–ის სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში. კანტრი ამერიკული მუსიკის ჟანრია, რომელიც ამერიკული ფოლკლორის ორ მიმართულებას აერთიანებს, და რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში სამხრეთის შტატებში. ის “ახალ სამყაროში,” მე-17-მე-18 საუკუნეებში დასახლებული ახალმოსახლეების და “ველური დასავლეთის” კოვბოების მუსიკაა. მას საფუძვლად უდევს ფოლკლორული მუსიკა, გოსპელი და ანგლო-კელტური მუსიკა.

მისი ფესვები სამხრეთ-აღმოსავლურ ამერიკულ ფოლკმუსიკაში და დასავლეთის შტატების კავბოითა მუსიკალურ ტრადიციებშია. ამის გამო ხშირად ჟანრს მოიხსენიებენ როგორც „კანტრი და ვესტერნი“. (C & W) ბლუზის დიდი გავლენაც კანტრის მთელი ისტორიის მანძილზე კარგად იგრძნობა.

მუსიკა ევროპულ, უფრო მეტად, შოტლანდიურ-ირლანდიური ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. კანტრი ძირითადად შეიცავს ბალადებსა და საცეკვაო ტონებს, ძირითადად მარტივ ფორმებს რომლებიც დგება სახვადასხვა ისტრუმენტის შეთანხმებული მოქმედებით, ძირითადად ესაა ტრადიციული სიმებიანი საკრავები როგორიცაა; აკუსტიკური გიტარა, ბანჯო, ფიდლი და სხვა, ასევე კანტრის ძირითად ინსტრუმენტთა შორის უმთავრესია ჰარმონიკა.

კენტუკელი ვილ ჰეისის 1871 წელს დაწერილი “The Little Old Log Cabin in the Lane” პირველ, დოკუმენტურად დაფიქსირებულ სიმღერად ითვლება, კანტრის სტილში. 53 წლის შემდეგ, ჯონ ქარსონმა ეს კომპოზიცია ფირფიტაზე ჩაწერა. 1925 წელს კი, რადიოპროგრამაში “Grand Ole Opry” კანტრის ვარსკვლავების კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცა.

თუმცა, კანტრის, როგორც მუსიკალური ინდუსტრიის ისტორია, 1940-იანი წლებიდან იწყება, ჰენკ უილიამსის წარმატებების წყალობით, რომელმაც არა მხოლოდ წინ წასწია და განავითარა ამ სტილის შემსრულებლის იმიჯი, არამედ ჟანრის ტიპიური თემებიც ჩამოაყალიბა.

კანტრი მუსიკა, როგორც ტერმინი, ორმოციანი წლებიდან ფართოდ მკვიდრდება და ხდება პოპულარული, მანამდე ამ სტილის მუსიკას უფრო მოიხსენიებდნენ ტერმნით „hillbilly“ რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც სოფლური, ალაქალაქური. ამ ტერმინითვე აღინიშნებოდა დასავლური შტატების მუსიკალური მიმდინარეობებიც. კანტრის ფესვებიც მართლაც ზუსტად ამ მიმდინარეობაშია.

დროთა განმავლობაში, კანტრის სხვადასხვა სტილი გამოეყო. დღეს კანტრი მოიცავს რამდენიმე სტილს და ქვეჟანრს. კანტრი ერთ-ერთი ყველაზე სმენადი მუსიკალური ჟანრია, პიკის საათების დროს ტრანსპორტში მქოფი ამერიკელების უმრავლესობა რადიოში სწორედ კანტრის უსმენს, იგივე შეიძება ითქვას საღამოს საათებზეც, როდესაც კანტრი ასევე ერთ-ერთი ყველაზე სმენადი მუსკალური ჟანრია რიგით ამერიკელებში

დღეს ტერმინი კანტრი მუსიკა მრავალ სტილსა და ქვე-ჟანრს აერთიანებს. 1920-იან წლებიდან დღემდე წარმოშობილი ფორმებია: სამხრეთული როკი, კანტრი როკი. ალტერნატიული კანტრი- კანტრი ბლუზი, და კანტრი სოული. ამ დრომდე, უამრავმა როკ და პოპ ვარსკვლავმა მოსინჯა ბედი კანტრიში. . 90-იან წლებში ე.წ. ალტერნატიული კანტრიც გაჩნდა, რომელმაც აქამდე არსებული ჟანრის კანონები დააღვია.

ამერიკაში ჩასუმლა ემიგრანტების პირველმა ტალღებმა ძველი სამყაროდან თან წაიღეს მათი მშობლიური მუსიკალური ტრადიციები და ინსტრუმენტები. პირველი ახალმოსახლეები ცნობილია რომ იყვნენ ევროპელები, შოტლანდიელებმა და ირლანდიელებმა ამერიკაში ჩაიტანეს შოტლანდიური და ირლანდიური ფიდლი, რომლებზეც ასრულებდნე ტრადიციულ ბალადებს. გერმანელებმა ჩაიტანეს დულციმერი, იტალიელებმა მანდოლინა. ესპანელებმა გიტარა ხოლო აფრიკიდან ამერიკაჩი მოხვდა ბანჯო.

ჰამრონიკა, რომლის გარეშეც კანტრი წამოუდგენელია და რომელიც XIX საუკუნის ევროპული ქმნილებაა, მისი შექმნიდან მალევე მოხდა ამერიკაში, სამოქალაქო ომის დროს, მისი პატარა ზომისა და მოხერხებულობის წყალობით ის მალევე გახდა პოპულარული ორივე მხარის ჯარისკაცებში, რომლებიც ჰარმონიკას მუდამ თან დაატარებდნენ.

სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ხალხთა ტრადიციული საკრავების სინთეზმა მოგვცა უნიკალური ჟანრი მუსიკაში, ისევე როგორც თავად ამ ხალხებმა შექმნა დღევანდელი მრავალფეროვანი ამერიკული ნაცია. შეიძება ითქვას რომ კანტრი ამერიკელი ხალხის პატარა მოდელია. თავად კანტრის მოიხსენიებენ როგორც „სამხრეთულ ფენომენს“. მასში ძირითადად ჭარბობს შოტლანდიური, ირლანდიური და ინგლისური მოტივები, თუმცა თავად ეს ჟანრი ნამდვილად ამერიკული ფენომენია და მთელ მსოფლიოსაც გაეცნო როგორც ამერიკის სამხრეთული ფენომენი.

ხშირად შეცდომით თვლიან რომ კანტრი წმინდა ევროპული მოტივებიდან არის წარმოშობილი და ავიწყდებათ ის დიდი წვლილი რაც მის ფორმირებაში შეიტანა აფრიკულმა მუსიკამ, ბანჯო, რომლის გარეშეც კანტრი წარმოუდგენელია, შემოიტანეს სწორედ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელებმა.

ასევე კანტრის სამშობლო, სამხრეთ აღმოსავლეთის შტატები სწორედ ის შტატებია სადაც ყველაზე დიდია აფროამერიკელთა კონცენტრაცია და დასახლებების უმრავლესობა შერეული და სოფლური ტიპისაა, რაც შეიძება ითქვას კანტრის ოაზისია. სამხრეთში ხალხური მუსიკა იყო კულტურულ ჰანგთა კომბინაცია, რომელიც აერთიანებდა ამ რეგიონში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა მუსიკალურ ტრადიციებს.

ვიოლინო, გერმანული ციმბალი, გარმონიკა, იტალიური მანდოლინა, ელექტრონული ან აკუსტიკური ესპანური გიტარა და დასავლეთ აფრიკული საკრავი ბანჯო- ეს ინსტრუმენტები იყო ყველაზე გამოყენებადი კანტრი მუსიკაში. შესაბამისად, მუსიკალური მიმდინარეობა კანტრი არის ამერიკული, აფრიკული და ევროპული ნაზავი. აგრეთვე გამოიყოფა კანტრის ტეხასური ქვეჟანრი, რომელშიც უფრო ჭარბადაა მექსიკური მოტივები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Guitars & Cadillacs,
    Sabine Keevil, Thinking Dog Publishing, 2002, ISBN 0-9689973-0-9
  • Proud to Be an Okie: Cultural Politics, Country Music, and Migration to Southern California,
    Peter La Chapelle, University of California Press, 2007, ISBN 0-520-24889-9
  • Creating Country Music: Fabricating Authenticity,
    Richard A. Peterson, University of Chicago Press, 1999, ISBN 0-226-66285-3
  • The Best of Country: The Official CD Guide,
    Stacy Harris, CollinsPublishers, 1993, ISBN 0-00-255335-X

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: