თრიალეთის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრიალეთი.
თრიალეთის ქედი
თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჯაბა ლაბაძის ფოტო
თრიალეთის ქედი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფარგლებში
ჯაბა ლაბაძის ფოტო
კოორდინატები: 41°44′48″ ჩ. გ. 43°57′12″ ა. გ. / 41.746722° ჩ. გ. 43.953556° ა. გ. / 41.746722; 43.953556
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
შიდა ქართლის მხარე
მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვემო ქართლის მხარე
უმაღლესი წერტილი შავიკლდე
სიმაღლე 2850 
სიგრძე 150 კმ
სიგანე 30 კმ
თრიალეთის ქედი — საქართველო
თრიალეთის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

თრიალეთის ქედი — ქედი საქართველოში, მცირე კავკასიონის დასავლეთ ნაწილში. გაწოლილია დასავლეთით — ახალციხის და აღმოსავლეთით — თბილისის ქვაბულებს შორის. იწყება საბადურის და მთავრდება თბილისთან, თელეთის ქედით. მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სიგრძე დაახლოებით 150 კმ, მაქსიმალური სიგანე 30 კმ.

თრიალეთის ქედი ძირითადად აგებულია პალეოგენური ვულკანოგენური ნალექებით (პორფირიტული ლავური განფენები, ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფოგენური ქანები), აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, პალეოცენისა და ოლიგოცენის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ქედის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ახალგაზრდა ანდეზიტური ლავები.

თრიალეთის ქედის მთავარი განტოტებებია დასავლეთ ნაწილში — გვირგვინი, საბადური, ჭობარეთი, აღმოსავლეთ ნაწილში — საწკეპელა, თელეთი. ქედის უმაღლესი ადგილია მწვერვალი შავიკლდე (2850 მ); სხვა მწვერვალების სიმაღლე — (არჯევანი, საყველო, კოდიანი, ოშორა, ორთათავი, ქვაჯვარი, კენჭიყარა და სხვა) 2300—2800 მ-ს აღწევს.

თრიალეთის ქედის მნიშვნელოვანი უღელტეხილია ცხრაწყარო, რელიეფს ძირითადად ქმნის ეროზიული ქედები და ხეობები. განვითარებულია აგრეთვე ვულკანური წარმონაქმნები, ქვაბულები, მეწყრები, გამოქვაბულები და სხვა. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე საფეხურებივითაა განლაგებული 5 მოსწორებული ზედაპირი, რომელთა აბსოლუტური სიმაღლე 900-დან 2400 მ-მდე ცვალებადობს. კალთები 1200—1300 მ-მდე შემოსილია მუხნარითა და მუხნარ-რცხილნარით, მთისწინეთი — ჯაგრცხილნარ-მუხნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით. 1200—1300-დან 2000—2200 მ-მდე წიფლნარი და წიფლნარმუქწიწვიანი ტყეებია. ქედის ყველაზე მაღალი ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]