ჭორომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭორომები ერთ-ერთ მდინარეზე

ჭორომიმდინარის წყალმარჩხი ჩქერებიანი მონაკვეთი, რომელიც წარმოიქმნება იქ, სადაც მდინარის კალაპოტი გადაკვეთს ეროზიისადმი მდგრად, მკვრივ ქანებს. ამ მონაკვეთზე მდინარეს დიდი ვარდნა და სწრაფი დინება აქვს. ხშირად სწორედ აქ აგებენ ჰესებს (მაგ., დნეპრჰესი – დნეპრის ჭორომებზე, ბრატსკის ჰესი – ანგარის ჭორომებზე).

ჭორომები ხელს უშლიან მდინარეზე ნაოსნობას და ხე-ტყის დაცურებას. თუ ჭორომი შედგება რამდენიმე თანმიმდევრულად განლაგებული ჩაძირული ავზებისაგან (რომელთა მანძილი არ აღემატება გემის სიგრძეს), ასეთ ჭორომს ერთსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება; თუკი ჩაძირულ ავზებს შორის გემს თავისუფლად შეუძლია მანევრირება და მოძრაობა ერთი ნაპირიდან მეორემდე, ასეთ ჭორომს მრავალსაფეხურებიანი ჭორომი ეწოდება.

ჭორომებს მსოფლიოს მრავალი მდინარე ქმნის.

ლიტერატურა[რედაქტირება]