აგავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგავა
აყვავებული მცენარე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ამარილისისებრნი
ლათინური სახელი
Agave

აგავა (Agave) — მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა (ზოგი მეცნიერი აკუთვნებს აგავასებრთა ოჯახს). აქვს მოკლე ღერო და როზეტისებრად შეკრული დიდი, ხორციანი, ზოგიერთ სახეობას ეკლიანი და ჭრელი ფოთლები. ყვავის ერთხელ, 6-15 წლის ასაკში, მაისიდან აგვისტომდე. ეზრდება 10-12 მ სიმაღლის ყვავილედის ყუნწი და უხვად გამოაქვს ყვავილი (17 ათასამდე). ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო კვდება. ცნობილია აგავის სამასამდე სახეობა. ველურად ხარობს მექსიკაში. აგავა დეკორატიული მცენარეა. მეტწილად გავრცელებულია ამერიკული აგავა (Agave americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს პარკებში. აგავის ბევრი სახეობის ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს (სიზალი, გენეკენი და სხვა) და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებსა და უხეშ ქსოვილს. ნარჩენებისაგან მზადდება შესაფუთი ქაღალდი. აგავის შაქრიანი წვენისაგან ალკოჰოლიან სასმელებს აყენებენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

აგავა. ჯანმრთელობა და მედიცინა

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 51, თბ., 1975
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აგავა&oldid=2540397“-დან