სცინკისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სცინკისებრნი
Nihontokage060920-1.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: ხვლიკისნაირნი
ლათინური სახელი
Scincidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


სცინკისებრნი (ლათ. Scincidae) — ხვლიკების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს. ქერცლების ქვეშ განლაგებულია ძვლოვანი ფირფიტები. ოჯახში დაახლოებით 60 გვარი და 700 სახეობაა. გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ ნახევასფეროს ტროპიკულ ზონაში. აღმოსავლეთ საქართველოში (ქვემო ქართლსა და ივრის ზეგანზე) იშვიათად გვხვდება გრძელფეხა სცინკი (ლათ. Eumeces schneideri), რომლის სიგრძე 40 სმ აღწევს. ბინადრობს ქსეროფიტულ ადგილებში, იკვებება ძირითადად უხერხემლოებით. მრავლდება კვერცხის დებით. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

ლიტერატურა[რედაქტირება]