მანიჰოტი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მანიჰოტი
Manihot palmata
Manihot palmata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: რძიანასებრნი
გვარი: მანიჰოტი
ლათინური სახელი
Manihot
დაცვის სტატუსი

მანიჰოტი, მანიოკი (Manihot), მცენარეთა გვარი რძიანისებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი პატარა ხეები, ბუჩქები და ბალახია. აერთიანებს 160-ზე მეტ სახეობას.სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. კასავა (Manihot esculenta, Manihot utilissima) მარადმწვანე ბუჩქია, მისი სიმაღლე 3 მ აღწევს. აქვს თათისებრ განკვეთილი ფოთლები, მომქვანო-მოყვითალო წვრილი ყვავილები და კოლოფა ნაყოფი. გორგლისებურად გამსხვილებული ფესვის სიგრძე 1 მ აღწევს, მასა — 15 კგ. შეიცავს 20—40% სახამებელს. მისგან ამზადებენ ფქვილსა და ბურღულს — ტაპიოკას. ახლად ამოღებულ გორგლში შხამიანი გლიკოზიდია, რომელიც სწრაფად იშლება გახურებით და დუღილით. მანიჰოტის ყველა სახეობა შეიცავს რძეწვენს, ზოგი გაუჩუკოვანია (Manihot glaziovii).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 6, გვ. 411, თბ., 1983
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე
ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე