ოლეანდრე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოლეანდრე | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Nerium | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ოლეანდრე (Nerium), მცენარის გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მარადმწავანე მაღალი ბუჩქი ან დაბალი ხეა. მისი 3 სახეობა იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სუბტროპიკულ აზიაში. სამივე დეკორატიულია. საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული ჩვეულებრივი ოლეანდრე (Nerium oleander). აგრეთვე არის გაშენებული ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე; კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში სიცივისა და სიმშრალისაგან ზიანდება და გადაქცეულია ოთახის მცენარედ. მთელი მცენარე შხამიანია, შეიცავს გლიკოზიდებს — ოლეანდრინს, კორნერინს და სხვა ნივთიერებებს. ოლეანდრის ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები იხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 7, გვ. 518, თბ., 1984
სტატიის