აკაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აკაცია
Acacia melanoxylon branch.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანები
ოჯახი: პარკოსნები
ლათინური სახელი
Acacia
Acacia drepanolobium
Acacia sp.

აკაცია (Acacia), მცენარეთა გვარი მიმოზისებრთა ქვეოჯახისა. უმეტესად ეკლიანი ხეებია. გვხვდება ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ცნობილია 750-მდე სახეობა. მათგან ნახევარზე მეტი გავრცელებულია ავსტრალიაში (იქ აკაცია ეროვნული ემბლემაა), ნაწილი კი - აფრიკასა და ამერიკაში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე შემოტანილია ლეგა აკაცია (Acacia dealbata), აბანოზის აკაცია (Acacia melanoxylon) და სხვა.

აკაცია იზრდება მშრალ უდაბნოებსა (მექსიკა, ავსტრალია) და ჭარბტენიან ადგილებში (ინდოეთი, მადაგასკარი). წყვილფრთისებრ-რთული ფოთლები მორიგეობით აქვს განლაგებული. მრავალ სახეობას (უმთავრესად ავსტრალიურს) ფოთლის ფირფიტა არ უვითარდება და ფოტოსინთეზის ფუნქციას ფოთოლივით გაფართოებული ყუნწი, ე. წ. ფილოდიუმი ასრულებს. სხვა სახეობებს აქვს ეკლებად გარდაქმნილი თანაფოთლები. აკაციის წვრილ-წვრილი, თეთრი, მოყვითალო ან ნარინჯისფერი ყვავილები საგველად ან მტევნად არის შეკრებილი. ნაყოფი პარკია. აკაციას როგორც სწრაფმზარდ მცენარეს რგავენ ფერდობების გატყიანებისა და ქალაქების გამწვანებისათვის, მის მერქანს კი იყენებენ ავეჯის წარმოებაში. სენეგალური აკაციასგან (Acacia senegal) იღებენ გუმიარაბიკს.

ცნობილია აგრეთვე აბრეშუმა აკაცია (ალბიციის გვარის ხე), თეთრი ანუ ცრუაკაცია (რობინიის გვარისა) და ე. წ. ყვითელი აკაცია (უძრახელას გვარის ბუჩქი).

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 248, თბ., 1975