ჟასმინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟასმინი
Jasminum polyanthum
Jasminum polyanthum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: ზეთისხილისებრნი
გვარი: ჟასმინი
ლათინური სახელი
Jasminum
დაცვის სტატუსი

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ჟასმინი (Jasminum), მცენარეთა გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 300-მდე სახეობას, რომელიც უმთავრესად გავრცელებულია აზიის, აფრიუკის და სამხრეთ ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ყოფილ სსრკ-ში ველურად იზრდება 3 სახეობა, კერძოდ საქართველოში 2: სამკურნალო ანუ ნამდვილი ჟასმინი (Jasminum officinale) ფოთოლმცვივანი ან ნახევრად მარადმწვანე მხოხავი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 10 მ-ს აღწევს. ნახევარქოლგა ყვავილები აქვს. სინათლის მოყვარული და საკმაოდ გვალვაგამძლეა. იზრდება მთის ქვემო სარტყელში, ბუჩქნარებსა და ტყის პირებზე. ხარობს ზომიერად ტენიან ნიადაგებზე. ყვავილობს ივლისიდან ოქტომბრამდე. კარგი დეკორატიული მცენარეა. რგავენ ბაღებსა და პარკებში, იყენებენ კედლების, აივნებისა და ტალავერების გასამწვანებლად. ყვავილებიდან იღებენ სურნელოვან ეთეროვან ზეთს. ტანდაბალი ანუ ბუჩქოვანი ჟასმინი (Jasminum fruticans) სწორი ან რკალისებრტოტებიანი ბუჩქია. მისი სიმაღლე 1-1,5 მ აღწევს. ყვითელი ყვავილები აქვს. გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოშიმთის შუა სარტყლამდე, ბუჩქნარებში, ღვიიანებსა და მეჩხერ ტყეებში. გამოიყენება მშრალი ფერდობების გასამწვანებლად, ბორდიურად, ცოცხალ ღობედ. ეგზოტიკური სახეობებიდან უფრო გავრცელებულია ჩინური ანუ შიშველყვავილა ჟასმინი (Jasminum nudiflorum).

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • იმედაძე მ., ქსე, ტ. 8, გვ. 344, თბ., 1984[[კატეგორია:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე